საგარეო უწყებაში მიაჩნიათ, რომ უკრაინელი მაღალჩინოსანის მიერ ტელეეთერით გაკეთებული განცხადება საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევაა.
ჯანელიძის უწყებაში აღნიშნავენ, რომ უკრაინის გენერალური პროკურორის შეფასებები ივანე მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით ევროსასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე არ შეესაბამება თავად ამ გადაწყვეტილების შინაარსს.
თავის მხრივ, ნაზაროვმა განაცხადა, რომ საქართველოს პოზიციას დაუყოვნებლივ აცნობებს კიევს.
ცნობისთვის, ლუცენკოს საქმეზეც ევროპის სასამართლომ ანალოგიური გადაწყვეტილება გამოიტანა, როგორიც მერაბიშვილთან მიმართებაში დააფისირა.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამო უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი იძულებული გახდა ის საპატიმროდან გაეთავისუფლებინა. ქართული მხარის გაღიზიანება, სავარაუდოდ, უკრაინის გენერალური პროკურორის მხრიდან სწორედ მსგავსი პარალელების გავლებამ გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები






