თავდაცვის მინისტრი პოლონელ და ხორვატ კოლეგებს შეხვდა
პოლიტიკა - 17:35, 15 Jun, 2016     814
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალურ ვიზიტად ბრიუსელში იმყოფება. თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში თინათინ ხიდაშელი ხორვატ და პოლონელ კოლეგებს შეხვდა.

პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრთან ანტონი მაჩიერევიჩთან შეხვედრაზე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მიმდინარეობა და ვარშავის სამიტზე საქართველოს მიმართ პოლონეთის მხარდაჭერის საკითხები განიხილეს. ასევე ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე.

„პოლონეთი ნატო-საქართველოს პაკეტის აქტიური მონაწილეა და ორი ძირითადი მიმართულება აქვს აღებული. ჩვენ მუდმივად ვანახლებთ ინფორმაციებს და ახალ გეგმებზე ვსაუბრობთ. პოლონეთის მხარდაჭერა არის სრულიად ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი საქართველოს მიმართ. მათი მხარდაჭერა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იმიტომაც ხდება, რომ პოლონეთი ვარშავის სამიტის მასპინძელი ქვეყანაა“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

ხორვატ კოლეგასთან იოზიფ ბულიევიჩთან შეხვედრის მთავარი თემა კი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება იყო.

„ხორვატებთან ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებზე, რომელიც ჯერ კიდევ წინ გვაქვს. ჩვენ არ გვაქვს სამხედრო სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულება. წინა შეხვედრაზე ხორვატ მინისტრთან ეს საკითხები გავიარეთ და დღეს შევთანხმდით, რომ უკვე შესაძლებელია გადაწყვეტილებების მიღება და შეთანხმების მიღწევა, რათა ზუსტად ჩამოვყალიბდეთ კონკრეტულ მიმდინარეობებზე, თუ რა მიმართულებებით შეიძლება ორი ქვეყნის სამხედრო სფეროში თანამშრომლობა განვითარდეს და წარმატებული იყოს“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ნატოს შტაბ-ბინაში თინათინ ხიდაშელი უკვე შეხვდა თურქეთისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ალექსანდერ ვერშბოუსთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42