ცენტრის ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ, პირველმა ლედიმ შეხვედრა გამართა ცენტრის ხელმძღვანელობასთან და მშობლებთან. შეხვედრისას მაკა ჩიჩუას ცენტრის საქმიანობისა და იმ პროგრამების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომლითაც ხორციელდება ბავშვების მომსახურება.
პირველი ლედი დაინტერესდა ადრეული განვითარების პროგრამით, რომლის ფარგლებში ბავშვები მომსახურებას იღებენ სახლში და ასევე ადრეული განვითარების ცენტრში. ცენტრის ფსიქოლოგებმა პირველ ლედის ასევე ცენტრის ბაზაზე არსებული დღის ცენტრის შესახებაც უამბეს, რომელიც რამდენიმე კომპონენტს მოიცავს არაფორმალურ განათლებას, რეაბილიტაცია-აბილიტაცია და სოციალურ ინტეგრაციას.
ცენტრის, რომელიც უკვე 18 წელია ფუნქციონირებს, ბენეფიციარები არიან ინტელექტუალური და ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები და მოზარდები. ცენტრის ბენეფიციარებს მომსახურებას მულტიდისციპლინური გუნდი უწევს, რომელიც გამოცდილი პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული.
მასალის გამოყენების პირობები






