“აიფონ პლუსის” ამერიკელი პარტნიორები საქართველოში აშშ-ს ელჩს მიმართავენ
პოლიტიკა - 16:38, 15 Jun, 2016     2797
“აიფონ პლუსის” ამერიკელი პარტნიორები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციი გამო და საქართველოში აშშ-ს ელჩს სპეციალური წერილით მიმართავენ.

“აიფონ პლუსის” ამერიკელი პარტნიორები შეშფოთებულები არიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული დაუდასტურებელი და ჩვენი კომპანიის იმიჯის შემლახავი განცხადებით. დღესვე მათ წერილი გადაუგზავნეს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და ასევე ჰქონდათ სატელეფონო საუბარი საელჩოს წარმომადგენელთან. (იხილეთ წერილი)

იმედი გვაქვს, საქართველოში აშშ-ის ელჩიც ყურადღებას მიაქცევს, რაოდენ უსამართლოდ მოგვექცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, როდესაც დაუსაბუთებელი და დაუდასტურებული ინფორმაციის გავრცელებით ზიანი მიაყენა ჩვენს იმიჯს და დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ჩვენი 7 წლის მოღვაწეობის მანძილზე, არასოდეს ყოფილა შემთხვევა “აიფონ პლუსში” გაყიდულიყო "ქარხნულად არა ახალი" ტელეფონი. აქვე აღვნიშნავთ, რომ წინასწარ ვახდენთ იმ მომხმარებლის ინფორმირებას ვინც საჩვენებელ, "შოუ რუმისთვის" (მაგიდაზე დამაგრებული ტელეფონები, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ყიდვამდე დაათვალიეროს iPhone-ის მენიუ) განკუთვნილ ტელეფონს იძენს.

კომპანიამ გამოაქვეყნა საგამოძიებო სამსახურის მიერ "აიფონ პლუსიდან" ექსპერტიზისთვის ამოღებული 222 ტელეფონის იმეი (IMEI) კოდები, რაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს, ეფლის მონაცემთა ბაზაში, გადაამოწმოს და დარწმუნდეს, რომ ტელეფონები გააქტიურებული არაა. ალოგიკურია, გაუაქტიურებელი ტელეფონი ქარხნულად ახალი არ იყოს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა - გიორგი გრძელიშვილმა, მედიას მიაწოდა ცრუ ინფორმაცია და განაცხადა, თითქოს "აიფონ პლუსში" ნაყიდ ტელეფონზე "ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შემდეგად დადგინდა, რომ ტელეფონი არ იყო ქარხნულად ახალი, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს.

მიგვაჩნია, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში მუშაობს არაკომპენტენტური ექსპერტი, ან ფინანსთა სამინისტროს საგამოძებო სამსახურმა მოახდინა ბიუროს დასკვნის დამახინჯებული ინტერპრეტაცია, მითუმეტეს საგამოძებო სამსახური ექსპერტიზის დასკვნას არ ასაჯაროებს. მოვითხოვთ, საგამოძიებო სამსახურმა, გაასაჯაროოს "ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" დასკვნა (რომელიც საგამოძიებო სამსახურს ამ დრომდე არ წარმოუდგენია), რის შემდეგაც გაირკვევა არის თუ არა საგამოძებო სამსახურის არგუმენტები კომპენტენტური.

გიორგი გრძელიშვილის განცხადებამ, ნებსით თუ უნებლიედ კომპანია iPhone+ ის დისკრედიტაცია მოახდინა, რაც სრულებით შეუფერებელი და უპასუხისმგებლო ქმედებაა საგამოძიებო სამსახურის მხრიდან.

"აიფონ პლუსი" საგამოძიებო სამსახურს ურჩევს, ჰკითხოს საკუთარ თანამშრომლებს, ჩვენს მაღაზიაში შეძენილი აიფონები და Apple-ის სხვა ტექნიკა იყო თუ არა ახალი, რის შემდეგაც ჩვენს სიმართლეში ისინი ადვილად დარწმუნდებიან. რა თქმა უნდა, თუ მათი მხრიდან სიმართლის გარკვევის სურვილი არსებობს.

ამჟამად, საგამოძიებო სამსახურის მიერ წაღებულ 222 ტელეფონზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას ველოდებით, რომელსაც მიღებისთანავე გავასაჯაროვებთ.

კომპანიის აზრით, განვითარებული მოვლენები უკავშირდება "აიფონ პლუსის" 7 წლიან წარმატებულ მოღვაწეობას. კერძოდ, ჩვენი კომპანია ლიდერია ქართულ ბაზარზე საუკეთესო სერვისით და მომხმარებლისთვის კონკურენტებთან შედარებით დაბალი ფასის შეთავაზებით. შპს "აიპლუსი" საქართველოში უკვე წლებია იმპორტორთა ტოპ ათეულში შედის.

პატივისცემით iPhone+“ - ნათქვამია კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42