ხაშურში სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს
პოლიტიკა - 16:48, 15 Jun, 2016     3183
ხაშურის მუნიციპალიტეტში, სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროცესი შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, იოსებ ოქრომელიძემ, გუბერნატორის მოადგილემ, ამირან შავშიშვილმა და ხაშურის გამგებელმა, გიორგი გურასპაშვილმა დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტს შეემატება 600 ადამიანზე გათვლილი საშეჯიბრო, საჭიდაო, სატრენაჟორო დარბაზები.

შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, იოსებ ოქრომელიძის თქმით, კომპლექსის მშენებლობა მოსახლეობის, უმეტესწილად კი ახალგაზრდობის მოთხოვნას წარმოადგენდა და პროექტი ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა. ოქრომელიძის განმარტებით სპორტული კომპლექსი, ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ, დიდ როლს ითამაშებს ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში.

როგორც ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გიორგი გურასპაშვილი აცხადებს ქალაქში ამ დრომდე მსგავსი ტიპის სპორტული კომპლექსი არ არსებობდა და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია იმ პროექტებს შორის, რომელიც მუნიციპალიტეტში ხორციელდება.

„წლების განმავლობაში სპორტული კომპლექსის ტერიტორია ნაგავსაყრელად გამოიყენებოდა და მას სხვა დანიშნულება არ გააჩნდა. ამ მასშტაბური პროექტის ფარგლებში კი მივიღებთ 600 კაციან საშეჯიბრო, საჭიდაო და სატრენაჟორო დარბაზებს. ამასთანავე იქნება სასტუმრო და კვების ბლოკი. შესაბამისად, ეს იქნება სრული კომპლექტი იმისათვის, რომ მივიღოთ ნებისმიერ სახის სპორტული შეკრება ადგილობრივ თუ რეგიონალურ დონეზე.

გარდა ამისა, კეთილმოეწყობა ეზოს მიმდებარე ტერიტორია, სადაც დაიგება 2000 მ2-ზე მეტი ხელოვნური საფარი. სპორტულ კომპლექსს აგრეთვე ექნება საკუთარი ავტოსადგომი“ – აღნიშნა ხაშურის მუნიციპალტეტის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და 2017 წლის სექტემბერში დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42