საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის შეხვდრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა ქეთევან ქარდავამ ანგელა მერკელს ვიზალიბერალიზაციასთან და საქართველოსთვის მაპის მინიჭებასთან დაკავშირებით გერმანიის პოზიციის დაფიქსირება სთხოვა.
„რაც შეეეხება ნატოს საკითხს ჩვენ ვიპოვეთ კარგი გადაწყვეტილება შევქმენით სპეციალური პაკეტი საქართველოსთვის. ჩვენ საქართველოსთან კარგად ვთანამშრომლობთ ვარშავაში კი ვილაპარაკებთ იმაზე თუ რა დამატებითი ღონისძიებების გატარება შეგვიძლია საქართველოსთან თანამშრომლობის კუთხით. რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, ეს არ არის გრძელვადიანი პროცესი, ამაზე საუბარი უკვე მიმდინარეობს და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ განხილვის პროცესი რაც შეიძლება მალე დამთავრდეს, გერმანია არ ეწინააღმდეგება ევროკომისიის დასკვნას და შეჩერების მექანიზმთან კომბინაციაში ვიზალიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ იქნება მიღებული“- განაცხადა ანგელა მერკელმა.
მასალის გამოყენების პირობები






