„გერმანია იქნება საქართველოს კარგი მეგობარი და პარტნიორი“- ანგელა მერკელი
პოლიტიკა - 16:16, 15 Jun, 2016     1344
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდა. გიორგი კვირიკაშვილმა და მერკელმა შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და ის საკითხები მიმოიხილეს, რაზეც შეხვედრის დროს გაამახვილეს ყურადღება.

ანგელა მერკელის განცხადებით საქართველოს შესანიშნავი წარმატებები აქვს რეფორმების გატარების მხრივ, წარმატებულად ხორციელდება ევროკავშირთან ასოცირებაც.

მერკელმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზეც ისაუბრა და საქართველოს მხრიდან გადადგმული პრაგმატული ნაბიჯები დადებითად შეაფასა.

„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველო რუსეთთან პრაგმატულ ნაბიჯებს დგამს მიუხედავად იმისა, რომ მთავარიო თემა მაინც რჩება. ჩვენ, გერმანია მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მოხარულები ვართ, რომ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის რეგიონებთან ჰუმანიტარული კონტაქტებინ არსებობს და მივესალმებით საქართველოს ძალისხმევებს ჟენევის ფორმატში წარმატებების მისაღწევად“- განაცხადა მერკელმა.

მერკელი ვიზალიბერალიზაციის საკითხსაც შეეხო და ხაზი გაუსვა იმას, რომ ევროკომისიის დასკვნით საქართველომ თავისი ვალდებულებები შეასრულა. ანგელა მერკელის განცხადებით, საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებამდე ევროპარლამენტმა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის უნდა დაამტკიცოს. ანგელა მერკელმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია წარმატებით დამტკიცდება.

„“ჩვენ ვიზალიბერალიზაციას განვიხილავთ შეჩერების მექანიზმის კონტექსტში და ამას არ აქვს კავშირი მაინცა და მაინც საქართველოსთან. ეს გამოიყენება იმ შემთხვევაში თუ პროლემები წარმოიშობა, მაგალითად თუ რომელიმე ქვეყნის ძალიან ბევრი მოქალაქე ჩამოვა და პოლიტიკურ თავშესაფარს მოითხოვს ევროკავშირში, როგორც მაგალითად სერბეთთან გვქონდა შემთხვევა, ამის გამეორება რადგან არ გვინდა ამიტომ ვისწრაფვით ამ მექანიზმის ასამოქმედებლად. იმედი მაქვს ძალიან მალე იქნება კენჭისყრა ევროპარლამენტში საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით.“- აღნიშნა ანგელა მერკელმა.

„გერმანია იქნება საქართველოს კარგი მეგობარი და პარტნიორი“- განაცხადა გერმანიის კანცლერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42