"თავისუფალ დემოკრატებს" ზურაბ მაჭავარიანი შეუერთდა
პოლიტიკა - 14:21, 15 Jun, 2016     2188
პარტია "თავისუფალ დემოკრატებს" კიდევ ერთი ახალი წევრი ჰყავს. პარტიის რიგებს ზურაბ მაჭავარიანი შეუერთდა. მაჭავარიანი საზოგადოებას "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ წარუდგინა და მას ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ მანდატი გადასცა. ზურაბ მაჭავარიანი ბაღდათი-ხარაგაულის რაიონის ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ წარმომადგენელი იქნება და ადგილობრივ ორგანიზაციებს უხელმძღვანელებს.

‘'მოგესალმებით. მე მინდა დღეს წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი ძლიერი კარდი, რომელიც ‘’თავისუფალ დემოკრატებს’’ გვიერთდება. პარტია ”თავისუფალი დემოკრატები” შევეცადეთ ბაღდათი- ხარაგაულის საარჩევნო ოლქში საპარლამენტო არჩევნებში ორივე რაიონისათვის მისაღები კანდიდატურა შეგვერჩია.

ზურაბ მაჭავარიანისთვის მშობლიურია, როგორც ბაღდათის -ასევე ხარაგაულის რაიონი.

ბაღდათი- ზურაბის დედულეთია. თამარ გურგენიძე დამსახურებული მასწავლებელი, მრავალი თაობის აღმზრდელი ბაღდათის რაიონის სოფ. წითელი ხევის საშუალო სკოლაში.

ზურაბ მაჭავარიანი მედიცინის მუაშკი გახლავთ- წლების განმავლობაში მუშობდა ხარაგაულში, აქვს მუშაობის გამოცდილება კერძო ბიზნესში.

სარგებლობს ავტორიტეტით, რისი დასტურიც იყო 2008 წლის საპარლამენტო არჩვნებში ( მიუხედავად სამთავრობო ზეწოლისა და გაყალბებისა) მისდამი მოსახლეობის მხარდაჭერა, როდესაც იგი დეპუტატობის კანდიდატი იყო გაერთიანებული ოპოზიციიდან.

მე დარწმუნებული ვარ ზურაბ მაჭავარიანი თავის გამოცდილებას მაქსიმალურად გამოიყენებს რაიონის განვითარებისთვის და ენერგიას არ დაზოგავს იმისთვის, რომ ჩვენ უკეთესი ცხოვრება და მომავალი შევთავაზოთ ბაღდათელებს და ხარაგაულელებს'', - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

‘’მოგესალმებით! მე არჩევანი გავაკეთე ,,თავისუფალი დემოკრატების" გუნდზე, რომლებმაც ქვეყნისადმი ერთგულება თავიანთი საქმიანობით დაამტკიცეს.

პროფესიონალიზმი, პატრიოტიზმი, ქვეყნის ევროპული განვითარების არჩევანი - ის ფუნდამენტური ღირებულებებია, რაც ამ პარტიასთან მაკავშირებს.

დარწმუნებული ვარ ჩემი საქმიანობით მოვიპოვებ თქვენს ნდობასა და მხარდაჭერას, თქვენთან ერთად ვაპირებ ბრძოლას ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის’’, - განაცხადა ზურაბ მაჭავარიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42