საქართველოს მთავრობა ჩიხშია - ფინანსური ჯარიმა მერაბიშვილის უდანაშაულობის აღიარებას ნიშნავს - შაშკინი
პოლიტიკა - 14:09, 15 Jun, 2016     2805
,,ნიუპოსტი“ სტრასბურგის სასამართლოს გადაწვეტილების დეტალებზე სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსანს დიმიტრი შაშკინს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ სასამართლომ აღიარა, რომ მერაბიშვილი არის უკანონოდ დაკავებული ადამიანი და დააწესა ჯარიმა, რომელიც უნდა გადაიხადოს საქართველოს სახელმწიფომ.

_ვანო მერაბიშვილის სახით, საქართველოს ჰყავს პოლიტიკური პატიმარი და ეს არის აღიარებული ყველაზე მაღალი ინსტანციით, როგორიც არის სტრაბურგის სასამართლო. ბუნებრივია, რომ ახლა ხელისუფლება წულუკიანის სახით, ცდილობს მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში და დამალონ, გადააკეთონ სტრასბურგის გადაწყვეტილება. მესმის, რომ უმრავლესობა მოსახლეობის არ არის იურისტი და ამიტომ მარტივად რომ ავხსნათ საქმე მდგომარეობს შემდეგში - იურისპუდენციაში სასამართლო დავის დროს არებობს ფინანსური სანქციის სახეობა. როდესაც ვანო მერაბიშვილის იურისტებმა შეიტანეს სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი, გამოიყენეს ეს შესაძლებლობა და სთხოვეს სტრასბურგს, რომ გამოეყენებინათ ასევე ფინანსური სანქცია. ხაზს ვუსვამ, რომ აქ არავითარ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა რა თანხაზეა საუბარი, თუნდაც ერთი ცენტი ყოფილიყო. სტრასბურგის სასამართლომ, რასაც ასევე აღიარებს წულუკიანი, დააწესა ფინანსური სანქცია საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ვანო მერაბიშვილის სასარგებლოდ. ანუ სტრასბურგის სასამართლომ დააკისრა საქართველოს სახელმწიფოს სანქცია, რომ ის არის მტყუანი მერაბიშვილის საქმეში. ერთი ცენტიც რომ ყოფილიყო ეს არის საკმარისი. უნდა ესმოდეს ყველას, რომ არ აჯარიმებენ უდანაშაულოს, აჯარიმებენ იმას, ვინც დააშავა და დაარღვია კანონი. მუხლების ფრიალს და იურიდიულ ნიუანსებში შევლას აზრი აქვს იურისტებისთვის, მაგრამ მოსახლეობისთვის ეს არაა საინტერესო.

რაც შეეხება უკანონო პატიმრობას, ვანო მერაბიშვილმა სტრასბურგის სასამართლოში იჩივლა, რომ ის არის უკანონო პატიმარი. სასამართლომ აღიარა, რომ ის არის უკანონოდ დაკავებული ადამიანი და დააწესა ჯარიმა, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, უნდა გადაიხადოს საქართველოს სახელმწიფომ. ამ ჯარიმით მერაბიშვილი არის მართალი. ეს არის ამ გადაწყვეტილების ფუნდამენტი.

_ვინაიდან საუბარია ფინანსურ სანქციებზე და იმაზე, რომ აღნიშნულ სანქციას სტრასბურგი აკისრებს მხარეს, რომელმაც კანონი დაარღვია ამა თუ იმ პირის მიმართ მისი დაკავებისას, ნიშნავს თუ არა იმას, რომ მერაბიშვილი უნდა გათავისუფლდეს?

_სტრასბურგის სასამართლოს არ აქვს უფლება ჩაერიოს საქართველოს სასამართლო სისტემაში, მაგრამ სტრასბურგს შეუძლია დააწესოს ფინანსური სანქცია და ამ სასამართლოს გადაწყვეტილება არის ნიშანი იმისა, რომ პოლიტიკოსები უნდა ჩაერიონ და გამოასწორონ, ანუ დღეს ახლიდან უნდა დაიწყოს გამოძიება, მაგრამ სასამართლო არის მიკერძოებული და პოლიტიკური ნების გარეშე ამას არ გააკეთებენ, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაჩნდეს ეს პოლიტიკური ნება. სხვა შემთხვევაში ამის არშესრულება - მერაბიშვილის არგათავისუფლება დააწვება ქვეყანას ძალიან მძიმე ტვირთად.

ფინანსური სანქციის გადახდას სახელმწიფო ვერ გაექცევა, სხვა შემთხვევაში ყადაღა დაედება ანგარიშებს საზღვარგარეთ.

_თუკი ქართულ მხარეს დაეკისრა ჯარიმა და ის გადაიხდის ამას ვანო მერაბიშვილის სასარგებლოდ, რომ დავაკონრეტოთ - ნიშნავს თუ არა იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება აღიარებს ფაქტს იმისას, რომ მერაბიშვილის დაკავება განხორციელდა კანონდარღვევით?

_საქართველოს მთავრობა არის ჩიხში. სტრასბურგი ასეთ თამაშებს არ თამაშობს. ან არ გადაიხდი, ყადაღა დაგედება და მაინც ჩამოგეჭრება ანგარიშიდან, ან გადაიხდი და ეს ნიშნავს იმას, რომ შენ აღიარებ დანაშაულს და იმას, რომ სტრასბურგის სასამართლო მართალია - ვანო მერაბიშვილი არის უდანაშაულო და ის არის პოლიტპატიმარი.

წულუკიანის განცხადება არის სრული ბოდვა. სტრასბურგის სასამართლოს ამით ვერ მოატყუებ, ის არის ძალიან მაღალკვალიფიციური მოსამართლეებისგან დაკომპლექტებული, რომელმაც თქვა, რომ ვანო მერაბიშვილის დაკავება იყო პოლიტიკური მიზეზებით განპირობებული, მორჩა... მერე შენ რამდენი მიუსაჯე, ეს აღარ აინტერესებს, საფუძველშივე იყო დაკავება უკანონო. როცა სახლს აშენებ, შენ გეუბნებიან, რომ ფუნდამენტის ჩაყრის უფლება არ გქონდა, თორემ ერთ სართულიანი ააშენე, თუ ათიანი - ამას არ აქვს მნიშვნელობა.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რაც გუშინ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა. ეს იყო ყველა სკეპტიკოსისთვის ყურადსაღები. ადამიანმა თქვა, რომ ვიჯექი იგივე მუხლით, ვიყავი პოლიტპატიმარი და ის მოსამართლე, რომელმაც მომისაჯა არის ციხეში, მან პარალელი გააკეთა ყოველგვარი თამაშების გარეშე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42