"პუტინმა გათვალა, რომ აშშ-ის პასუხი მის აგრესიაზე უსიცოცხლო იქნებოდა"- კონგრესში საქართველოზე და უკრაინაზე ისაუბრეს
პოლიტიკა - 13:38, 15 Jun, 2016     2655

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე ედ როისმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსა და უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით რუსეთს არასათანადო პასუხი გასცა:

"თუკი პუტინი გააგრძელებს აშშ-ის აღქმას, როგორც მისი მიზნებისთვის ხელისშემშლელ ფაქტორად , მაშინ კომპრომისი ნულის ტოლია. მისი საქციელი დღეს მეტწილად ასე გამოიყურება, რაც ცხადი გახდა უკრაინაში შეჭრით და იმით რაც მოხდა საქართველოში. სამწუხაროდ, პუტინმა არა ერთხელ სამართლიანად გათვალა, რომ მის აგრესიაზე ადმინისტრაციის პასუხი უსიცოცხლო იქნებოდა. შეერთებულმა შტატებმა ევროკავშირთან და სხვებთან თანამშრომლობით დააწესა სანქციები, რომელმაც მოახდინა რუსეთის ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი ზეწოლა, თუმცა ადმინისტრაციამ უარი თქვა მიეწოდებინა უკრაინისთვის შეიარაღება, რუსეთის ტანკების შესაჩერებლად და ეს რუსეთის მხრიდან მხოლოდ სისუსტედ იქნებოდა აღქმული,“ - განაცხადა ედ როისმა.

კომიტეტში მომხსენებლად ჰყავდათ მიწვეული შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი რუსეთის ფედერაციაში მაიკლ მაკფოლი, რომელმაც განაცხადა, რომ ობამას პასუხი უფრო მკაცრი იყო უკრაინის მოვლენებზე, ვიდრე ჯორჯ ბუშის რეაქცია 2008 წლის აგვისტოს ომის დროს.

„ყოველთვის როდესაც რუსეთის ლიდერი გადაწყვეტდა ძალის გამოყენებას აღმმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიული მოძრაობების ჩასახშობად , ამერიკას ამის შესაკავებლად კარგი არჩევანი არ ქონია. იქნებოდა ეს 2008 წელს საქართველოში, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის დროს , 1981 წლის სოლიდარობის სადამსჯელო ღონისძიება რეიგანის დროს , 1968 წლის ჩეხოსლოვაკიის თუ 1956 წლის უნგრეთის მოვლენების დროს, ჩვენ არ გვქონია სამხედრო საშუალებები მათ შესაჩერებლად. საინტერესო რამ უნდა გითხრათ, მჯერა, რომ ობამას ადმინისტრაციის პასუხი უფრო გავს რეიგანის პასუხს პოლონეთის 1981 წლის მოვლენებზე, ვიდრე ჯორჯ ბუშის პასუხი იმაზე რაც მოხდა საქართველოში 2008 წელს.“- განაცხადა მაიკლ მაკფოლმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42