ხელვაჩაურში წვეულებაზე 24 ადამიანი მოიწამლა. მოწამლულთა შორის შორის, 11 ბავშვია, რომლებიც სამ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს.
აჭარის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნინო ნიჟარაძე აცხადებს, რომ პაციენტების წინასწარი დიაგნოზი დაუდგენელი ეტიოლოგიის ინტოქსიკაციაა.
"ბავშვები გადაიყვანეს ბავშვთა საავადმყოფოში, დანარჩენები კი, ბათუმის ორ საავადმყოფოში. სამედიცინო წვეულებაზე მყოფმა ჩინელმა სტუმარმა დაწესებულებაში მისვლაზე უარი განაცხადა, მისი მდგომარეობა არ იყო რთული. პაციენტების წინასწარი დიაგნოზი დაუდგენელი ეტიოლოგიის ინტოქსიკაცია იყო",- განაცხადა ნიჟარაძემ.
ხელვაჩაურში სოფელ სატეხიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სინაგან სამქეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო და მიმდინარეობს წინასაგამოძიებო მოკვლევა.
როგორც "ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






