ნიუ იორკის შტატის კონგრესმენმა ელიოტ ენჯელიმ სტრატეგიული შეცდომა უწოდა ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს და უკრაინის არ მიღებას და აღნიშნა, რომ პუტინის აგრესია არ მოხდებოდა, საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები რომ ყოფილიყვნენ.
„რომ დავუბრუნდეთ 2008 წელს, ვფიქრობ, დაშვებული იყო სტრატეგიული შეცდომა, რომ ნატომ არ მიიღო უკრაინა და სხვათა შორის, საქართველო. მე ვიცი, ბუშის ადმინისტრაცია აცხადებდა, რომ ცდილობდა როგორმე ეს გაეკეთებინა, მაგრამ გერმანელებმა და ფრანგებმა დაბლოკეს. ჩემი აზრით, პუტინის აგრესია ამ ორ ქვეყანაში არ მოხდებოდა, ისინი რომ ნატოს წევრები ყოფილიყვნენ. ჩვენმა არასაკმარისმა ძალისხმევამ, მიგვეღო საქართველო და უკრაინა ნატოში, ფაქტიურად შეუძლებელი გახადა მათი შემოსვლა ალიანსში მომავალში. ვფიქრობ, ეს დრო დავკარგეთ,“ - განაცხადა ელიოტ ენჯელიმ.
მასალის გამოყენების პირობები






