საარჩევნო კოდექსში ცვილილებები შედის. არჩევნების დღეს პოლიციელებს, კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნისა და თანხმობის გარეშეც ექნებათ ყოფნის უფლება.
მთავრობის ინიციატივით მომზადებული საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი, პარლამენტში უკვე ინიცირებულია და განხილვა მომდევნო კვირას იგეგმება.
აღნიშნულ ფაქტს გამოხმაურება უკვე მოჰყვა პარლამენტში. ნაციონალური მოძრაობის ლიდერი დავით ბაქრაძე, აცხადებს, რომ ხელისუფლება ამ ცვლილებებით კორცხელის ინციდენტის გადაფარვას და საერთაშორისო საზოგადოების მოტყუებას ცდილობს.
„ეს არის კორცხელის გადაფარვის მცდელობა და მცდელობა რამენაირად პასუხი გასცენ საერთაშორისო თანამეგობრობიდან და ქართული საზოგადოებიდან მომდინარე კრიტიკას. ის რომ ძალადობაში მონაწილე პირების დასჯა დღევანდელი კოდექსით არ შეიძლება, არის ტყუილი. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ დეპუტატის პიჯაკის დაზიანებისთვის სამი ახალგაზრდა თვეობით გაუშვეს ციხეში, ამიტომ კოდექსში ყველანაირი მუხლი არსებობს,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიეტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ კანონს კეთილშობილური მიზანი აქვს და საარჩევნო პროცესის ძალადობისგან თავის აცილებას ემსახურება.
"ჩანაწერი ემსახურება ერთადერთ მიზეზს, საჭიროების შემთხვევაში იყოს უსზუნველყოფა იმისა, რომ სამართალდამცავები იყვნენ ადგილზე. კანინის გამკაცრება არის ერთ-ერთი პრევენცია. ეს იყო პრემიერის ინიციატივა და მას კეთილშობილური მიზანი აქვს - დავაზღვიოთ ძალადობრივი გარემოსგან საარჩევნო გარემო"- აღნიშნა ეკა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






