ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დღის აქტუალური თემაა. „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება არის „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვება:
„„ნაციონალურ მოძრაობას“ რომ არ გამოეყენებინა ეს თემა გასაოცარი იქნებოდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა მათთვის და მძიმე პოლიტიკური ტვირთია ქართული სახელმწიფოსათვის. გავეცანი ამ გადაწყვეტილებას და იქ არ წერია პირდაპირ რომ პოლიტპატიმრობასთან გვაქვს საქმე და ვანო მერაბიშვილის პატიმრობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. არ მგონია, რომ მმართველ გუნდს ამ მიმართულებით სასიხარულოდ ჰქონდეს საქმე. მმართველ ძალას უნდა ვუთხრათ ის, რომ ისინი ასე აპირებენ ამ ტიპის საქმეებთან მოპყრობას, რა თქმა უნდა ეს შესაძლოა მძიმე შედეგამდე მივიდეს, პროკურატურას, რომელიც აბსოლუტური უუნარობა გამოიჩინა ამ საქმის მსვლელობაში, პოლიტიკურ გუნდს, რომელმაც სერიოზული ფონი შეუქმნა გამოძიებას რომ არ მომხდარიყო, უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. პატიმარი არის პატიმარი, მისი უფლებები უნდა იყოს დაცული“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






