იმედი მაქვს, მერაბიშვილთან დაკავშირებით ხელისუფლება გადაწყვეტილებას რევოლუციის გარეშე მიიღებს - იური ლუცენკო
პოლიტიკა - 22:47, 14 Jun, 2016     2523

უკრაინის გენერალური პროკურორი, იური ლუცენკო, მიიჩნევს, რომ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის დროს მისი დაპატიმრების საქმესა და ვანო მერაბიშვილის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. ამის შესახებ ლუცენკომ „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ სატელეფონო ჩართვისას ისაუბრა:

„მე მაშინვე ვთქვი, რომ ეს საქმეები იყო აბსულუტურად იდენტური. იანუკოვიჩს ეშინოდა ჩემი და ტიმოშენკოსი და ჩაგვსვა ჩვენ ციხეში, რათა გაენადგურებინა ქვეყნის სუვერენიტეტი, თუმცა მას ეს არ გამოუვიდა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჰქონდა მიზნად საქართველოს ხელისუფლებას ვანო მერაბიშვილის შემთხვევაშიც. ეს დღეს უკვე არის იურიდიულად დამტკიცებული ევროსასამართლოს მიერ, რომ ვანო მერაბიშვილის საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო და თავად მერაბიშვილი პოლიტპატიმარია. მე არ გავავლებ პარალელებს იანუკოვიჩსა და ივანიშვილს შორის, ეს ჩემი კომპეტენცია არაა, ეს ქართველი ხალხის კომპეტენციაა.

იანუკოვიჩი მიიჩნევდა, რომ ყველაფერი იყო კარგად და ეს ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდა მისთვის და მისი პოლიტიკური სისტემისთვის. ადამიანებმა არ მოითმინეს უკანონობა, ქვეყნის სუვერენიტეტის რუსეთისთვის მიყიდვა და გამოვიდნენ მაედანზე და დაიცვეს კანონი და სამართალი. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს იქნება მწარე გაკვეთილი ყველა ქვეყნისთვის და საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს იმას, რაც მე შევძელი მხოლოდ რევოლუციის შემდეგ. იმედი მაქვს, ვანო მერაბიშვილთან მიიღებენ სამართლიან გადაწყვეტილებას სოციალური რყევების გარეშე,“ - განაცხადა ლუცენკომ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42