მაკა ჩიჩუა შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო
პოლიტიკა - 22:03, 14 Jun, 2016     2413

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა დღეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით 9 აპრილის ბაღში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო.

მაკა ჩიჩუა დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და სიტყვით მიმართა

„დღეს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღე აღინიშნება. არა ერთხელ მითქვამს და მინდა კვლავ აღვნიშნო, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, განსაკუთრებით ვრწმუნდები ამაში, როდესაც თქვენ გიყურებთ, ასეთ აქტიურებსა და ენერგიულებს.

აუცილებელია ყველა ჩვენგანი, ხელისუფლება, საზოგადოება გავერთიანდეთ და შევქმნათ უკეთესი გარემო ამ შესაძლებლობათა, ამ ნიჭის სრულფასოვნად გამოვლენისათვის.

ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და ვისურვებდი, რომ მუდამ ასეთი აქტიურები ყოფილიყავით“,- განაცხადა პირველმა ლედიმ

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ინტეგრირებული გუნდური ესტაფეტა, მოეწყო სპორტული ცეკვების ფესტივალი ეტლით მოსარგებლე და ამპუტანტ მოცეკვავეთა დუეტების მონაწილეობით, ინტეგრირებული ჯგუფების მიერ შშმ თემატიკაზე გადაღებული ფოტოგამოფენა და კონკურსი. ღონისძიებების დასკვნით ნაწილზე გაიმართა კონკურში მონაწილეთა დაჯილდოება და კონცერტი ცნობილი შემსრულებლების მონაწილეობით.

დღესვე მაკა ჩიჩუა „თიბისი არტ-გალერეას“ ეწვია და უსინათლო მხატვრის გიორგი ქობელაშვილის ნამუშევრების გამოფენა, სახელწოდებით „თვალით და გონებით დანახული სამყარო“ დაათვალიერა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42