ქალაქ ზუგდიდში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე საზეიმოდ გაიხსნა. რეაბილიტირებული მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე მხარის გუბერნატორმა ლევან შონიამ და ქალაქ ზუგდიდის მერმა, ირაკლი გოგოხიამ გახსნეს. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014 წლის 23 აპრილს დაიწყო და 2016 წლის 19 აპრილს დასრულდა. შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა გარემონტებული. გააჩნია ადაპტირებული , სენსორული ლიფტი სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის. სასახლის დარბაზი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურითა და სასცენო ეფექტებით.
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია ორ ეტაპად განხორციელდა. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოების ხელშეკრულება 2014 წ. ზუგდიდისმუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაფორმდა და იმავე წელს, ვალდებულებით სახით გადაეცა ქ. ზუგდიდის მერიას, რომელმაც დაასრულა როგორც პირველი, ასევე, მეორე ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები
პირველ ეტაპზე, 2014-2015წწ, შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ 264 978,85 ლარი, მეორე ეტაპზე კი, ქალაქ ზუგდიდის მერიის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ 1 023111.63 ლარი შეადგინა.
ირაკლი გოგოხია: ,,დღეს, როდესაც ამ სცენაზე ვდგავარ, ისევე ვღელავ, როგორც 35 წლის წინ, როდესაც პირველადდავდექი ამ სასახლის სცენაზე. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ ეს შევძელით“.
მასალის გამოყენების პირობები






