სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ ცვლის მერაბიშვილის სამართლებრივ მდგომარეობას - ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა - 17:57, 14 Jun, 2016     1874

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ვანო მერაბიშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით ეხმაურება. კობახიძის განცხადებით, გადაწყვეტილებაში ერთი სიტყვაც კი არ არის მინიშნება იმის შესახებ, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარია:

”სტრასბურგის სასამართლომ დღეს გაავრცელა ოფიციალური გადაწყვეტილება რომლის სათაურში სიტყვა-სიტყვით არის აღნიშნული, რომ ივანე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა იყო როგორც კანონიერი ისე დასაბუთებული.

უნდა აღინიშნოს, რომ სტრასბურგის სასამართლომ წინასწარი პატიმრობის მიზანშეწონილობასა და ამ პერიოდში მერაბიშვილის უფლებრივ მდგომარეობაზე იმსჯელა.

სასამართლოს კითხვები არ აქვს მერაბიშვილის ბრალეულობასთან დაკავშირებით, შესაბამისად სასამართლოს გადაწყვეტილება არავითარი ფორმით არ ცვლის ივანე მერაბიშვილის სამართლებრივ მდგომარეობას.

სასამართლომ ივანე მერაბიშვილის სარჩელი ძირითად ნაწილში უსაფუძვლოდ ცნო და დაადგინა მხოლოდ 2 ხარვეზი, რომელიც არ არის ივანე მერაბიშვილის არც წინასწარი პატიმრობის უკანონობის დადგენის და მითუმეტეს არც მისი ბრალეულობის უარყოფის საფუძველი.

”ნაციონალური მოძრაობის” განცხადება იმის თაობაზე, რომ სტრასბურგის სასამართლოს აზრით თითქოს ივანე მერაბიშვილი მისი პოლიტიკიდან ჩამოცილების მიზნით იქნა დაპატიმრებული არის მტკნარი სიცრუე.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით ივანე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა შეფასდა როგორც კანონიერი და დასაბუთებული. გადაწყვეტილების არცერთ ფრაზაში მინიშნებაც კი არ გვხვდება მერაბიშვილის შესაძლო პოლიტიკურ პატიმრობაზე”, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42