„ივანიშვილების რეჟიმი ყოველ დღე გვაკვირვებს, რომ თურმე ივანიშვილისთვის უკითხავთ ამ საქმის შესახებ და მას უთქვამს ტყუილიაო. როგორც ჩანს ვერავინ ვერ შეჰბედა, რომ ეთქვა ეს მოხდა ან მოხდება. ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს რა მძიმე მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა, რომელსაც ეს ადამიანი და მისი პოლიტიკური მონების გუნდი მართავს, მთელი ისტორიის განმავლობაში ევროპის სასამართლოში საქმეები სადაც მე-18 მუხლი, ანუ მუხლი დისკრიმინაციის და ამ შემთხვევაში პოლიტიკური დისკრიმინაციის შესახებ იქნა დადგენილი, ამ მუხლის დადგენა არის სულ შვიდი, ამ ბოლო, ვანო მერაბიშვილის საქმის ჩათვლით. ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოს ისტორიაში, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს ამ შემთხვევაში პოლიტიკურ ლიდერს, ყოფილ პრემიერმინისტრს დაუდგინეს, რომ მასთან მიმართებაში დაირღვა მე-18 მუხლი, ანუ ადგილი აქვს პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციას. ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში, რამდენიმე საათის შემდეგ, როცა ევოსასამართლომ ანალოგიური მუხლის დარღვევა დაადგინა , უფლებადამცველი რასულ ჯაფაროვი გაათავისუფლეს, ეს იმისთვის, რომ კონტექსტი მივცეთ იმ ხალხს, რომლებიც უტიფრად საუბრობენ იურიდიულ დეტალებზე. მხედველობაში მაქვს იუსტიციის მინისტრი “ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მასალის გამოყენების პირობები






