"ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარია"- ენმ-ს ლიდერები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურებიან
პოლიტიკა - 15:48, 14 Jun, 2016     1752
„სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარია.“ - აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე დავით ბაქრაძემ და გიგა ბოკერიამ ისაუბრეს და მაგალითად ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისი მუხლები მოიყვანეს, რომლებიც საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან მიმართებით დაირღვა.

„სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი წინასწარი პატიმრობა იყო დაუსაბუთებელი და მიზნად ისახავდა მისთვის პოლიტიკური საქმიანობის უფლების შეზღუდვას. სასამართლომ პარალელი გაავლო იულია ტიმოშენკოსა და იური ლუცენკოს ცნობილ საქმეებთან.

აღსანიშნავია, რომ ეს არის ევროპაში მეშვიდე, ხოლო საქართველოსთვის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო ცალსახად ადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე - 18 მუხლის ფართო დარღვევას, რაც პოლიტიკურ პატიმრობას ნიშნავს.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ამ სფეროში კონტინენტზე, მათ შორის საქართველოსთვის უმაღლესი სასამართლო ინსტანციაა.

ერთხმად მიღებულ გადაწყვეტილებაში, მათ შორის, ვკითხულობთ:

სასამართლოს მიერ დადგინდა მე-18 მუხლის დარღვევა კონვენციის მე-5 მუხლთან ერთად.

93. სასამართლო მიიჩნევს, რომ 2013 წლის 25 სექტემბერს განმცხადებლის წინასწარი პატიმრობის ძალაში დატოვება სასამართლოს ზეპირად განცხადებული ერთი წინადადების საფუძველზე [...] წარმოადგენდა განმცხადებლისათვის კონვენციით მინიჭებული უფლებების ძალიან ფართო დარღვევას.

შესაბამისად, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-5მუხლის მესამე ნაწილის დარღვევას.

101. როდესაც ეჭვი არსებობს კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით, სასამართლო იყენებს მტკიცების ძალიან ზუსტ სტანდარდს. შესაბამისად, ძალიან მცირე რაოდენობების შემთხვევებია, როდესაც დადგინდა კონვენციის დარღვევა. [სასამართლო ციტირებს შემდეგ საქმეებს - გუსინსკი რუსეთის წინააღმდეგ, ჩებოტარი მოლდოვას წინააღმდეგ, ლუცენკო უკრაინის წინააღმდეგ, ტიმოშენკო უკრაინის წინააღმდეგ, მამადოვი აზერბაიჯანის წინააღმდეგ]

103. ... სასამართლო მიიჩნევს, რომ კონვენციით გათვალსიწინებული უფლებების შელახვა პოლიტიკურად აქტიური პიროვნებისთვის ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან მისი ჩამოშორების მიზნით, ყოველთვის სერიოზულად უნდა იქნას განხილული, იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს პირდაპირი კავშირი ადამიანის უფლებებს და ფუნქციონირებად დემოკრატიას შორის. კონკრეტულ შემთხვევაში, განმცხადებლის დაკავება უნდა განიხილოს მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლებრივი დევნის ზოგად კონტექსტში და დევნის დაწყებისას მისი პოლიტიკური სტატუსის გათვალისწინებით. აღნიშნული საქმე წააგავს სასამართლოს მიერ უკვე განხილულ „ლუცენკოსა“ და „ტიმოშენკოს“ საქმეებს...

104. წინამდებარე საქმის გარემოებები მიუთითებს, რომ განმცხადებლის წინასწარ პატიმრობას ჰქონდა თავისი განმასხვავებელი ნიშნები [...]. კერძოდ, 2013 წლის 14 დეკემბრის შემთხვევა, როდესაც ივანე მერაბიშვილი, მისი განცხადების თანახმად, გაიყვანეს მისი საკნიდან, რათა მთავარ პროკურორსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსს დ. დ. [დიმიტრი დარბაისელს] გამოეყენებინათ განმცხადებლის წინასწარი პატიმრობა, როგორც საშუალება ყოფილი პრემიერ-მინისტრის სიკვდილის გარემოებათა და ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ ჩვენების მიცემისათვის.

105. დამატებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ციხის ადმინისტრაციის აშკარა უარი დაშვება გვქონოდა ციხის სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებულ ვიდეო მასალაზე; ეს უფრო მეტ ნათელს მოჰფენდა ინციდენტს. ზოგადად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელისუფლება, კერძოდ კი პრემიერ-მინისტრი, სასჯელაღსრულების მინისტრი და მთავარი პროკურორი უდავოდ ეწინააღმდეგებოდნენ აპლიკანტის, საზოგადოების და ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირების მიერაც კი არაერთხელ განხორციელებულ მოწოდებებს ობიექტური და სიღრმისეული გამოძიების შესახებ. მთავრობას ასევე არ მოუწოდებია სასამართლოსთვის რაიმე ღირებული ახსნა-განმარტება 2013 წლის 14 დეკემბერს მომხდარი ინციდენტის შესახებ, გარდა მოკლე მინიშნებისა სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ ჩატარებული ძალიან ბუნდოვანი შიდა მოკვლევისა, რომლის შესახებაც მცირე ინფორმაციაც კი არ ყოფილა მიწოდებული სასამართლოსთვის. ყველა ამ კონკრეტული გარემოების გათვალისწინებით, სასამართლო ასკვნის, რომ ფაქტების ობიექტური დამდგენის პოზიციიდან აპლიკანტის აღწერა ინციდენტისა უნდა ჩაითვალოს ფაქტად, რწმუნების ყველაზე მაღალი შესაძლებელი ხარისხით (მტკიცების მსგავსი სტანდარტის გამოყენების მაგალითად - სადაც სასამართლოს, კონვენციის 18-ე მუხლის დაცვის მიზნით, გამოაქვს მაღალი ალბათობის დასკვნები მხოლოდ გარემოებრივ მტკიცებულებებზე დაყრდნობით - იხილეთ ილგარ მამედოვი, ნახსენები ზემოთ, მუხლი 142; და გუსინსკი, ნახსენები ზემოთ, მუხლი 76).

106. ზემოთ მოყვანილი ფაქტების გათვალისწინებით, სასამართლო იძულებულია დაადგინოს, რომ განმცხადებლის წინასწარი დაკავება გამოყენებული იქნა არა კომპეტენტური სასამართლო ხელისუფლების წინაშე წარდგენის მიზნით, რომელიც განიხილავდა მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ძალაუფლების გადამეტებასთან, ან სხვა დანაშაულებებში მის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ეჭვს,არამედგამოყენებულ იქნა პროკურატურის მიერ როგორც დამატებითი შესაძლებლობა, მოეპოვებინა ზემოქმედების ბერკეტი ამ საქმესთან კავშირში არ-მყოფ [საქმეებზე]...

107. შესაბამისად, დადგენილი იქნა კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა მე-5 მუხლის პირველ ნაწილთან ერთობლიობაში."- აცხადებენ ენმ-ში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42