იუსტიციის სამინისტრო ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 15:08, 14 Jun, 2016     3339
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას იუსტიციის სამინისტრო განცხადებით ეხმაურება. უწყების განცხადებას "ნიუპოსტი' უცვლელად გთავაზობთ:

"გადაწყვეტილება გამოტანილია ივანე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის საქმეზე, რომელიც გაგრძელდა 2013 წლის მაისიდან 2014 წლის თებერვლამდე.

დღეს გამოტანილი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მოყვანილი დასკვნები ეხება მხოლოდ ამ პერიოდს.

სასამართლომ ოთხი პუნქტის მიხედვით იმსჯელა:

არ დარღვეულა კონვენციის მე-5.1 მუხლი - წინასწარი პატიმრობის კანონიერება. ივანე მერაბიშვილი წინასწარი პატიმრობის უკანონობას ამტკიცებდა და მაგალითად მოჰყავდა უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს პრეცედენტი, რაც სასამართლომ არ გაიზიარა. ივანე მერაბიშვილი სასამართლომ არ სცნო პოლიტიკურ პატიმრად.

არ დარღვეულა კონვენციის მე-5.3. მუხლი 2013 წლის 22 და 25 მაისის სასამართლო გადაწყვეტილებებით - წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივობისას, მისი საფუძვლიანობის საკითხის განხილვის უფლება სასამართლოს მიერ.

დაირღვა კონვენციის მე-5.3. მუხლი 2013 წლის 25 სექტემბრის სასამართლო გადაწყვეტილებით - წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივობისას, მისი საფუძვლიანობის საკითხის განხილვის უფლება სასამართლოს მიერ.სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ როდესაც ივანე მერაბიშვილმა მოითხოვა 2013 წლის 25 სექტემბერს მისი წინასწარი პატიმრობის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით შეცვლა, სასამართლომ მისი ეს შუამდგომლობა ისე უარყო ზეპირად ერთი მარტივი ფრაზით, რომ უარი სათანადოდ არ დაასაბუთა. ამგვარი ქცევა მოსამართლისა არის დახასიათებული, როგორც ზედაპირული.

დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი. ივანე მერაბიშვილის არგუმენტი იყო 2013 წლის 14 დეკემბრის ინციდენტი (ო. ფარცხალაძე-დ. დარბაისელის ეპიზოდი პატიმრის საკნიდან სავარაუდო გაყვანის შესახებ).

აქედან გამომდინარე, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ

- ივანე მერაბიშვილსთვის მორალური კომპენსაციის სახით გადახდილ იქნეს თანხა 4 000 ევროს ოდენობით, თუმცა თავად ითხოვდა 15 000 ევროს.
- მის ადვოკატებისთვის ჰონორარის სახით, ასევე 4-4 000 ევროს ოდენობით თანხის გადახდა, თუმცა ბრიტანელი ადვოკატი ითხოვდა 5 600 ევრო ჰონორარს, ხოლო ოთარ კახიძე ჰონორარის სახით 35 600 ევროს."- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42