ვიზალიბერალიზაციის პროცესის შეფერხებაში დიდი როლი ხელისუფლებას მიუძღვის- ბურჭულაძე
პოლიტიკა - 15:04, 14 Jun, 2016     2935
ვიზალიბერალიზაციის პროცესის შეფერხებაში დიდი როლი მიუძღვის ხელისუფლებას. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ მოძრაობა ხალხისთვის“ თავმჯდომარემ პაატა ბურჭულაძემ განაცხადა. ბურჭულაძის თქმით სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ის და მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი რუხაძე მომავალ კვირაში ბრიუსელში და სტრასბურგში ევროკავშირისა და ევროსაბჭოს პირველ პირებს შეხვდებიან.

„მოგეხსენებათ, რომ შეფერხდა ვიზალიბერალიზაციის საკითხი. რაშიც დიდი როლი მიუძღვის ჩვენი მთავრობის მოქმედებას და უმოქმედობას. ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ მთავრობას ჩვენი ხედვა თუ როგორ უნდა მოწესრიგებულიყო ეს საკითხი. სიტუაცია არის საგანგაშო და მე და ბატონი გიორგი რუხაძე მივემგზავრებით ბრიუსელში და სტრასბურგში სადაც შევხვდებით ევროკავშირისა და ევროსაბჭოს პირველ პირებს.“-განაცხადა პაატა ბურჭულაძემ

„მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი რუხაძის განცხადებით ამ საფრთხეზე იგი მარტის თვეშიც საუბრობდა, თუმცა ხელისუფლებამ არც რჩევები გაითვალისწინა და არც დროულად და აქტიურად იმოქმედა, რომ თითქმის ბოლომდე მიყვანილი საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი დადებითად დასრულებულიყო. გიორგი რუხაძის განცხადებით საქართველო არათუ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხის გადადების წინაშე დგას, არამედ შესაძლებელია ეს პროცესი 2016 წელს საერთოდ არ გადაწყდეს.

„3 მარტს მქონდა პრესკონფერენცია, რომლის დროსაც გავაფრთხილეთ ხელისუფლება, რომ სავიზო ლიბერალიზაციის ზაფხულში მიღებას სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა და მთავრობას მოვუწოდეთ აქტიური მუშაობისკენ. რასაც ოცნების ხელისუფლებამ იგნორირებით უპასუხა. სამწუხაროდ დღეს დადგა ეს რეალობა. თუმცა ვითარება ბევრად მძიმეა. გუშინ ჩამოვედი ბრიუსელიდან. შეხვედრები მქონდა ევროპარლამენტში, ევროკომისიაში და ევროკავშირის საბჭოში. სამწუხარო რეალობაა ის, რომ საქართველოსთვის თითქოს გარანტირებული უვიზო მიმოსვლა არჩევნებამდე კი არა 2016 წლის განმავლობაშიც ძნელად მისაღწევია.“ -განაცხადა გიორგი რუხაძემ.

რუხაძის თქმით არსებობს გარე ფაქტორებიც მიგრაცია თუ გართულებული კრიმინოგენული ვითარება, თუმცა ეს ფაქტორები არ არის ახალი და ხელისუფლება ამ პრობლემების ჩათვლით უნდა იბრძოლოს ვიზა ლიბერალიზაციისათვის.

„საქართველო, რომელიც ბევრად წინ უსწრებდა უკრაინას, საქართველოს ხელისუფლების პასიური პოლიტიკის შედეგად, დღეს უკვე უკრაინასთან კოსოვოსთან და თურქეთთან ერთად ერთიან პაკეტში განიხილება. საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციას თუ 2 ქვეყანა არ ეთანხმება. ყველა ამ ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლას 10-ზ მეტი მოწინააღმდეგე ყავს. ბუნებრივია არსებობს სერიოზული გარე ფაქტორები, მიგრაციის პრობლემები, თუ გართულებული კრიმინალური ვითარება, რაც ხელს უშლის გადაწყვეტილების მიღებას. თუმცა ეს ფაქტორები უცვლელად პრობლემური იყო მაშინაც, როდესაც საქართველომ ევროკომისიის დადებით დასკვნა და დაპირება მიიღო, რომ ზაფხულში ჩვენი მოქალაქეები უვიზოდ მოახერხებდნენ ევროზონაში გადაადგილებას. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ხვალ ან სამი თვის შემდეგ ან 2017 წელს ეს პრობლემები არ იქნება ევროკავშირში ძალიან ცდება. საქართველომ ამ პრობლემების ჩათვლით უნდა იბრძოლოს ვიზა ლიბერალიზაციისთვის, რაც ოცნების ხელისუფლების ძალებს აღემატება. ხელისუფლებას აღარ შეუძლია არსებული პრობლემების დინამიკაში ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის ბოლომდე მიყვანა.“ - განაცხადა რუხაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42