მერიაში დიდი წმენდა გრძელდება - ნარმანიას მოადგილე თანამდებობიდან გაუშვეს
პოლიტიკა - 14:55, 14 Jun, 2016     5895
,,ნიუპოსტის“ ინფორმაციით, თბილისის მერის მოადგილე გიორგი ხელაია სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც ინფორმირებული წყარო გვიყვება, ხელაიას გაშვების უკან თბილის მერის ერთ-ერთი მოადგილე, ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი, გიორგი ლილუაშვილი დგას.

ფაქტი "ნიუპოსტს" ნარმანიას უწყების პრესსამსახურში დაუდასტურეს, სადაც აცხადებენ, რომ ხელაია სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა.

"ფაქტს ვადასტურებთ, გიორგი ხელაიამ თანამდებობა მიმდინარე თვის დასაწყისში პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. სად განაგრძობს ის მუშაობას ჩვენთვის უცნობია"- აღნიშნა პიარ დეპარტამენტის თანამშრომელმა.

როგორც ხედავთ მერიაში, უწყებაში მიმდინარე საკადრო წმენდის უკან ლილუაშვილს ვერ ხედავენ, თუმცა რადიკალურად განსხვავებულია "ნიუპოსტის" წყაროს ინფორმაცია. ფაქტია, რომ ნარმანიას კადრები ერთი-მეორეს მიყოლებით ტოვებენ პოსტებს.

გასულ თვეს მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ ჭიჭინაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. არადა ამ უკანასკნელს ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ „ქართული ოცნების“ სიაში განიხილავდნენ. გათავისუფლებამდე ჭიჭინაძეს გამგებლის მოადგილეობა შესთავაზეს, უარის მიღების შემდეგ კი სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა ურჩიეს.

ჭიჭინაძის ბედი გაიზიარა მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის 18-მა თანამშრომელმა, მათ შორის სამსახურის უფროსის მოადგილეებმა.

"ნიუპოსტთან" სანდო წყარო ყვება, რომ მერიაში დაწყებული საკადრო წმენდას სათავეში გიორგი ლილუაშვილი უდგას.

სწორედ ლილუაშვილის სახელს უკავშირდება მერიაში იმ თანამშრომლების გათავისუფლების გადაწყვეტილება, რომლებიც კონკურსის წესით არიან შერჩული. წყაროს ინფორმაციით, ლილუაშვილის მისვლის შემდეგ ამ ადამიანებს განცხადებები დააწერინეს.

ჩვენი წყაროს ცნობით, ნარმანიას ყველაზე გავლენიანი მოადგილეს უშუალო დირექტივით, დირექტორების გათავისუფლებამდე, რამდენიმე საკადრო წმენდა განხორციელდა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით ლილუაშვილის შემდეგი ნაბიჯი თავად თორდინავას სააგენტოს თავმჯდომარის პოზიციიდან გათავისუფლებაა.

მიუხედავად იმისა რომ თემურ თორდინავა დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას ნათესავია, ეს ფაქტი ლილუაშვილს ხელს არ შეუშლის, რადგან „ნიუპოსტის“ ცნობით ბაღების სკანდალთან და ზოგადად სააგენტოს საქმიანობაში ჩარევას ლილუაშვილი დავით ნარმანიას გვერდის ავლით ახერხებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42