"ივანე მერებიშვილის საქმეზე დღეს გამოქვეყნდა სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომელშიც არის ოთხი ნაწილი. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ სტრასბურგის სასამართლომ შავით თეთრზე თქვა, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა, რომელიც დაიწყო 2013 წლის მაისში და დასრულდა 2014 წლის თებერვალში, ანუ ორ წელიწდზე მეტი ხნის წინ, არის კანონიერი. აქედან გამომდინარე, ეს იყო მთავარი და ეს მიღწეულია. ასევე სასამართლომ თქვა, რომ პირველი ორი გადაწყვეტილება წინასწარი პატიმრობის შესახებ ქართველმა მოსამართლეებმა დასაბუთებულად გამოიტანეს, მითუმეტეს, თუ მივიღებთ მხედველობაში იმას, რომ სახეზე იყო მაისურაძის გვარზე გაცემული ივანე მერებიშვილის გაყალბებული პასპორტი. რაც შეეხება დარღვევებს, სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ 2013 წლის სექტემბრის ერთერთი გადაწყვეტილება, რომელიც ქართველმა მოსამართლემ ზეპირად ერთი ფრაზით გამოიტანა წინასწარი პატიმრობის გირაოთი შეცვლაზე უარის შესახებ, იყო არასაკმარისად დასაბუთებული, და ეს ჩაითვალა დარღვევად. სტრასბურგის სასამართლომ ასევე თქვა, რომ მერაბიშვილის მიერ მოყოლილი ინციდენტი, რომ თითქოს, ის 2014 წლის დეკემბერში მიიყვანეს დარბაისელთან და ფარცხალაძესთან, ეს ინციდენტი არ იყო გამოძიებული და ამიტომ ალბათ არის მე-18 მუხლის დარღვევა. მთავარია, რომ ის წინასწარი პატიმრობა რომელიც დასრულდა 2 წლის წინ კანონიერად არის აღიარებული, გაჩნდა კითხვის ნიშანი ფარცხალაძის ეპიზოდთან, ესეც გამოსაძიებელი იქნება აუცილებლად, ეს არის ტრენინგის მუდმივი პროცესი, რომელიც ჩვენ გვევალება ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ, რომ მომავალში პატიმრებს არ დაუდგეთ იგივე ტიპის დარღვევა ივანე მერაბიშვილისთვის ეს არის წარშულის დარღვევები, რომლებიც მის ამჟამინდელ სამართლებრივ მდგომარეობაზე ვერ იქონიებს ვერანაირ გავლენას. ეს გადაწყვეტილება არ არის საბოლოო, ის შევა ძალაში მხოლოდ აგვისტოში და ისიც, თუ მე მას არ გავასაჩივრებ, როგორც იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელი და სახელმწიფო უწყება, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს. მაგრამ, ჩვენ მას აუცილებლად გავასაჩივრებთ. ამიტომ, როდის შევა ეს გადაწყვეტილება ძალაში, წინასწარ არ ვიცი, ალბათ ეს იქნება გაისად“- აღნიშნა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






