,,სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარია. ამავე დროს, სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი წინასწარი პატიმრობა იყო დაუსაბუთებელი და მიზნად ისახავდა მისთვის პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას. სასამართლომ პარალალი გაავლო ლუცენკოსა და ტიმოშენკოს საქმეებთან.
აქამდე სტრასბურგის სასამართლომ 18-ე მუხლის დარღვევა, ანუ პოლიტიკური მოტივით დევნა თავის ისტორიაში სულ ექვსჯერ დაადგინა. აქედან სულ ორ პოლიტიკოსზე - იური ლუცენკოსა და იულია ტიმოშენკოზე.
ჩვენს მეზობელ, მეგობარ აზერბაიჯანში ასეთი განაჩენის დადგომისთანავე მყისიერად იქნა გათავისუფლებული მსჯავრდებული ბლოგერი.
ანალოგიური განაჩენის შემდეგ იანუკოვიჩი იძულებული გახდა, გაეთავისუფლებინა იური ლუცენკო. მან არ გადადგა იგივე ნაბიჯი იულია ტიმოშენკოზე ასეთივე გადაწყვეტილების შემდეგ და სულ მალე თავად მოუწია სამარცხვინოდ ქვეყნიდან გაქცევა.
საქართველოში პირადი პოლიტპატიმარი ასლან აბაშიძეს ჰყავდა თენგიზ ასანიძის სახით და მანაც იგივე გზით - სამარცხვინო გაქცევით მიაშურა მოსკოვს.
ამიერიდან საქართველოს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ აღიარებული პოლიტპატიმრები ჰყავს.
პოლიტპატიმრები გამოუშვი, გლუვო! ბოლო არჩევანი მაინც გააკეთე გონიერი!“ -წერს გივი თარგამაძე
მასალის გამოყენების პირობები






