,,მაგ სიმართლით იაროს ბიძინა ივანიშვილმა" - მაჭავარიანი ექსპრემიერს პასუხობს
პოლიტიკა - 14:08, 14 Jun, 2016     3643

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ბიძინა ივანიშვილს ურჩევს ჭორაობას შეეშვას და აქცენტი მოსახლეობის პრობლემებზე გაამახვილოს.

როგორც "ნიუპოსტს" მაჭავარიანმა განუცხადა, ყოფილი პრემიერი ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს, "როცა ღია წერილში აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის დაბრუნების საფრთხე არსებობს, დღეს კი ჟურნალისტებს ეუბნება, რომ ენმ საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავს.

"ნაციონალურ მოძრაობას აქვს ყველა შანსი რომ ამ არჩევნებზე პირველ ადგილზე გავიდეს, რადგან სწორედ ჩვენ ვსაუბრობთ ხალხის პრობლემებზე, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე თუ რა ჩიხში შეიყვანა ჩვენი ქვეყანა ბიძინა ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ", ჩვენ ვთავაზობთ ამომრჩეველს გამოსავალს ივანიშვილი კი შუღლის და დაპირისპირების დათესვითაა დაკავებული. სწორედ ივანიშვილია პასუხისმგებელი ეკონომიკურ სტაგნაციაზე, უმუშევრობაზე, ლარის გაუფასურებასა და და იმაზე რაც მისმა გუნდმა დამართა ამომრჩეველს"- აღნიშნა მაჭავარიანმა.

რაც შეეხება არჩევნების გაყალბებაში დადანაშაულებას, მაჭავარიანი აცხადებს, რომ "ივანიშვილმა მაგ სიმართლით იაროს".

"რაში აინტერესებს მშიერ მოსახლეობას ეს ჭორაობა? იმისი არ იყოს რომ თითქოს სტადიონი მივითვისე - მაგ სიმართლით იაროს. მერე თქვა, რომ ძმებს თურმე თბილი ურთიერთობა ჰქონიათო, რა თქმა უნდა ურთიერთობა გვექნება, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური შეხედულებისა. არ ვაპირებ გამოვდგე და ამ ჭორაობას ჭორაობით ვუპასუხო, ივანიშვილი დაკავებულია შუღლის შემოტანით და მე მას ამ სპექტაკლში არ ავყვები. არჩევნების გაყალბების მექანიზმი არ არსებობს, თუ ხელისუფლებამ თავზე ხელი არ აიღო და მთელი ოპოზიცია არ გამოყარა. არჩევნები ვერ ყალბდებოდა ადრეც - ეს ისეთივე განცხადებაა, როგორიც ტარიფებს გვინახევრებდა ბატონი ბიძინა და უფასო ფულს დაარიგებდა. მიჭავარიანზე ჭორაობას სჯობია პასუხისმგებლობა აიღოს იმაზე რაც დამართა ქვეყანას"- განაცხადა "ნიუპოსტთან" ენმ-ს ლიდერმა.

მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, ის ივანიშვილს პირადად იცნობს, თუმცა თავს არ მისცემს უფლებას პიროვნულად ისაუბროს მასზე.

"თვითონ კი აცხადებს, რომ საერთოდ არ ვიცნობთ ერთმანეთს, როგორ გგონიათ ეს მართალია? - ეს იყო ტყუილი, მე არ გამოვდგები და არ ვიჭორავებ და არ მოვყვები რაღაცეებს. მე მას არამარტო თანასოფლელს ისე ვიცნობ, თუმცა ეს არ აინტერესებს საზოგადოებას"- განმარტა მიხეილ მაჭავარიანმა.

ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა ნაციონალური მოძრაობის წევრი მიხეილ მაჭავარიანი გააკრიტიკა და მას ,,ყველაზე მაგარი გამყალბებელი უწოდა“






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42