საპარტნიორო ფონდმა YTONG-ის ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკის ქარხნის პროექტი დაიწყო
პოლიტიკა - 12:51, 14 Jun, 2016     1507
საპარტნიორო ფონდმა ადგილობრივ კომპანია Ytong Capital-თან და გერმანულ კომპანია Xella-თან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას და წარმოების სექტორში ახალი პროექტი - იტონგის (Ytong) ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკის პროექტის განხორციელება ოფიციალურად დაიწყო.

პროექტი ითვალისწინებს იტონგის ბრენდის (Ytong) ენერგოეფექტური ბლოკის ქარხნის მშენებლობას თბილისის შემოგარენში, რომელიც აშენდება 2017 წლის ბოლომდე. ხოლო პირველ სერტიფიცირებულ პროდუქციას ქარხანა 2018 წლის დასაწყისში გამოუშვებს.

„ეს არის ენერგოეფექტური სამშენებლო მასალების პროექტი, რომელიც 80 წელზე მეტია წარმატებით გამოიყენება მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში სამშენებლო სფეროში, მათ შორის მრავალბინიანი და კერძო საცხოვრებელი სახლების მშენებლობისას. Ytong-ის ბლოკის დაბალი თბოგამტარობის საშუალებით მომხმარებელს საშუალება ეძლევა 20-30 პროცენტით დაზოგოს შენობის გათბობა-გაგრილებისათვის საჭირო ენერგიის მოხმარება. ამასთან, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევროკავშირთან გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში ჩვენს ქვეყანას აღებული აქვს ვალდებულება განახლებადი ენერგიის და ენერგოდამზოგავი მასალის გამოყენებისთვის ხელშეწყობა, და ეს პროექტიც სწორედ ამ მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება,“ განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

ბლოკის წარმოებისთვის საჭირო ნედლეული საქართველოში მოიპოვება, რაც პროდუქციას ადგილობრივ ბაზარზე კონკურენტულს გახდის. Ytong-ის ენერგოეფექტურ ბლოკს სხვა სამშენებლო მასალებთან შედარებით რიგი უპირატესობები გააჩნია, მისი თბოგამტარობა 5 ჯერ უფრო უკეთესია ბეტონის ბლოკის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. იგი არის ბევრად უფრო მსუბუქი რაც საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად შემცირდეს შენობა-ნაგებობების მშენებლობაში გამოსაყენებელი არმატურის რაოდენობა და საგრძნობლად დაჩქარდეს სამშენებლო პროცესი. Ytong-ის ბლოკი არის მაღალტექნოლოგიური ინოვაციური პროდუქტი, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ სამშენებლო სტანდარტებს და არის აბსოლუტურად ეკოლოგიურად სუფთა, რაც დასტურდება ევროპული ინსტიტუტების მიერ გაცემული სერტიფიკატებით.

საწარმოო ხაზის სიმძლავრის გათვალისწინებით, ქარხანა მიზნად ისახავს წლიურად 160 000 კუბური მეტრი საკედლე ბლოკის წარმოებას. მიღებული ექსკლუზიური ლიცენზიის თანახმად, პროდუქციის ნაწილი საქართველოში გაიყიდება, ხოლო დარჩენილი ნაწილი ექსპორტზე გავა აზერბაიჯანში, სომხეთსა და რუსეთის სამხრეთ ნაწილში.

პროექტის საინვესტიციო მოცულობა 14 მლნ აშშ დოლარამდეა. საპარტნიორო ფონდთან ერთად პროექტში მონაწილეობენ ქართული კომპანია - Ytong Capital და მსხვილი გერმანული კომპანია - Xella.

Ytong Capital -ის შესახებ

Ytong Capital-ი ადგილობრივი კერძო კომპანია. იგი იტონგის (Ytong) ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკის პროექტის განხორციელების მიზნით შეიქმნა. კომპანიის ამოცანაა ქვეყანაში ევროპული სამშენებლო სტანდარტების დანერგვა.

Xella-ს შესახებ

Xella სამშენებლო მასალებისა და ნედლეულის მწარმოებელი წამყვანი გერმანული კომპანიაა. Xella მსოფლიოს 20 ქვეყანაში ფლობს 90-ზე მეტ ქარხანას და ჰყავს წარმომადგენლობა 30-ზე მეტ ქვეყანაში. Xella-ს საკუთრებაში არსებულ სამშენებლო მასალების ბრენდებს შორის გამორჩეულია Ytong, რომელიც მსოფლიო ლიდერია აირბეტონის პროდუქციის წარმოებაში.

საპარტნიორო ფონდის შესახებ

სააქციო საზოგადოება საპარტნიორო ფონდი საქართველოს მთავრობის მიერ 2011 წელს დაარსდა. სახელმწიფო ფლობს ფონდის 100 პროცენტს. საპარტნიორო ფონდის აქტივები 5 მილიარდ ლარს აჭარბებს. ფონდი ფლობს „საქართველოს რკინიგზის“, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, ელექტროსისტემების კომერციული ოპერატორისა“ და ნაწილობრივ, „თელასის“ აქციებს. ფონდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა საინვესტიციო მიმართულებებთან ერთად, ამ სახელმწიფო სტრატეგიული აქციების სწორი კორპორატიული მართვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42