შმაგი ბედოიძე, რომელიც საოლქო საარჩევნო კომისიაში ,,თავისუფალ დემოკრატებს“ წარმოადგენს, ამბობს, რომ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ნოდარ გურასპაშვილი მას ხელი გადაუგრიხა.
„გურასპაშვილმა ამიკრძალა, საჯარო სამსახურის კუთვნილ მაგიდასთან დაჯდომა. ამ მაგიდას საარჩევნო კომისიის წევრები დოკუმენტების ჩასადებად ვიყენებდით, უხეშად „ბიჭოთი“ მომმართა და მითხრა, რომ მაგიდას არ გავკარებოდი შევეცადე ამეხსნა, რომ ეს იყო საჯარო სამსახუური და მსგავსი მიმართვის გამო ვუსაყვედურე, ასევე ვუთხარი, რომ ოლქის თავმჯდომარესთან ვაპირებდი ამ თემის გარკვევას რის შემდეგაც თავს დამესხა და ყვიროდა რომ აქ უფროსი მე ვარო, ყველაფერს მე ვწყვეტო“- აღნიშნა ბედოიძემ.
როგორც ბედოიძემ „ნიუპოსტს“ განუცხადა, გურასპაშვილი 2 წლის წინაც გაუსწორდა კომისიის ერთ-ერთ წევრს.
„2014 წელს გურასპაშვილმა ხელი დაარტყა საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს თეიმურაზ მურადირს, თუმცა ცესკომ ეს ფაქტი რეაგირების გარეშე დატოვა“- აღნიშნა მან.
კასპის საოლქო საარჩევნო კომისიაში მიმდინარე წლის 11 ივნისს მომხდარ ფაქტს ადასტურებს კასპის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნანა ნონიკაშვილიც.
,,ნამდვილად ჰქონდა ასეთ ფაქტს ადგილი და მოხდება შესაბამისი რეაგირება“-აცხადებს ნონიკაშვილი.
ინციდენტის შესახებ ინფორმირებულია ცენტრალური საარჩევნო კომისიაც, რომელიც საქმეზე მოკვლევას ატარებს.
მასალის გამოყენების პირობები






