"ჯავახიშვილი ჩემი დისგან ფულის ჩარიცხვას ითხოვდა"- რას აცხადებს მანანა კობახიძის ძმა ბრალდებებზე
პოლიტიკა - 19:54, 13 Jun, 2016     3154
თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძე ყოფილი თანამშრომლის ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს და ბადრი ჯავახიშვილს ზეწოლასა და გამოძალვაში ადანაშაულებს.

"ბადრი ჯავახიშვილის მხრიდან ჩემსა და ჩემი ოჯახის წევრის მიმართ ხორციელდებოდა მუქარა და გამოძალვის ფაქტები. ამაზე გამოძიება მიმდინარეობს. მან ჩემი ოჯახის წევრს მიწერა მესიჯი, სადაც მან "ლიბერთი ბანკის" საბანკო რეკვიზიტები მიუთითა და მოითხოვა, რომ ეს თავის .ე.წ კომპრომატი, რომელიც მისი მოგონილი და ფანტაზიის ნაყოფია, რომ არ გასაჯაროებულიყო, კონკრეტულად მანანა კობახიძეს, საქართველოს პარლამენტის პირველ ვიცე სპიკერს, ჩაერიცხა მის ანგარიშზე 5 ათასი ლარი. ბადრი ჯავახიშვილი იყო ჩემი პარალელური კლასელი, რომელსაც წლების განმავლობაში გამიმართავს ხელი ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე. ხშირად მისესხებია მისთვის ფული. ამ ყველაფერს მოწმობს ისიც, რომ იგი საბოლოო ჯამში საკრებულოში აღმოჩნდა დასაქმებული შრომითი ხელშეკრულებით. ჩემთვის სამწუხაროა, რომ ამას ვასაჯაროებ და ეს მორალში ნამდვილად არ ჯდება, თუმცა ამ ადამიანმა სხვა გზა არ დამიტოვა“- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარეს ყოფილი თანამშრომელი ფულის გამოძალვაში, ე.წ. ატკატების აღებაში ადანაშაულებს. რუსთავი 2-თან საუბარში საკრებულოს ყოფილი თანამშრომელი ბადრი ჯავახიშვილი ამბობს, რომ თედო კობახიძე ყოველთვიურად მისი ხელფასის 35%-ს იღებდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42