როგორი ჯარი უნდა ჰყავდეს საქართველოს? - ,,ქვეყანამ უნდა განსაზღვროს - რა არის მთავარი გამოწვევა და ამოცანები“
პოლიტიკა - 19:58, 13 Jun, 2016     3589

ქართული ჯარი უნდა იყოს წვევამდელებით დაკომპლექტებული თუ უნდა გადავიდეს კონტრაქტულზე? კითხვა რომელიც საქართველოს რეალობაში საკმაოდ დიდი აქტუალობით ისმის. ამ კითხვამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია როგორც პოლიტიკურ და სამხედრო სპექტრში, ასევე საზოგადოებაში, თუმცა, ძალიან მცირემ იცის თუ რას ნიშნავს და გულისხმობს თავისი არსით ეს ყოველივე.

საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელად თინათინ ხიდაშელის დანიშვნის შემდგომ, სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, რომ შეიარაღებული ძალები სავალდებულო გაწვევაზე უარის სათქმელად მზად არის. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მისი როგორც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებაა, რომ 2017 წლიდან ჯარში სავალდებულო გაწვევა აღარ იყოს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კი 2016 წლის 31 მაისიდან შეიარაღებულ ძალებში იწვევს მოქალაქეებს და მათ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლას სთავაზობს. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 4-წლიანი კონტრაქტით მიიღებიან 18-დან 35-წლამდე წვევამდელები და ის ახალგაზრდები, რომლებსაც გავლილი აქვთ სამხედრო სავალდებულო ან სამხედრო საკონტრაქტო სამსახური.

„ნიუპოსტი“ საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დიმიტრი შაშკინს აღნიშნულ საკითხზე დასმულ კითხვებზე პასუხების მისაღებად დაუკავშირდა. შაშკინის განმარტებით, თავდაცვისუნარიონობის საკითხში, აუცილებელია ქვეყანას განსაზღვრული ჰქონდეს, თუ რა გამოწვევა და ამოცანები დგას მის წინაშე და სწორედ ამის მიხედვით უნდა შეიქმნას ჯარი, რომელიც საჭირო დროს შეძლებს ქვეყნის ინტერესისა და ტერიტორიის სრულფასოვნად დაცვას:

„აქტუალური კამათი არსებობს იმაზე, შეიარაღებული ძალები აგებული უნდა იყოს წვევამდელების სისტემაზე თუ პროფესიულ დონეზე, ანუ კონტრაქტზე მყოფი ოფიცრებისგან, ჯარისკაცებისგან, სერჟანტებისგან დაკომპლექტებული. სხვადასხვა ადამიანები, როდესაც ამ დებატებში შედიან, ცდილობენ ეს ყოველივე სხვადასხვა ქვეყნების მაგალითზე დაასაბუთონ რომელია უკეთესი. ასეთი არგუმენტი არ არსებობს, რადგან შეუძლებელია რომელიმე ქვეყნის მაგალითის დაკოპირება ამ კონკრეტულ საკითხზე.

უნდა გვესმოდეს, რომ მთავარია ქვეყანას ჰქონდეს განსაზღვრული, რა ამოცანა დგას შეიარაღებული ძალების წინაშე. რა გამოწვევები დგას ქვეყნის წინაშე? ყველა ნორმალური ქვეყანა, სადაც ადეკვატურობა არის, ყოველთვის განსაზღვრავს ამ გამოწვევების შეფასებით როგორი ჯარი უნდა ჰქონდეს. მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ფლოტი, ავიაგადმზიდები თამაშობენ ძალიან დიდ როლს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვისუნარიანობაში, რადგან აშშ-ს წინაშე დგას ამოცანები, რომლისთვისაც მას ძალიან სჭირდება ფლოტი, იმიტომ, რომ ის არ ელოდება პირველ რიგში პრობლემებს იმ მეზობლებისგან, რომლებთანაც საერთო საზღვარი აქვს. მნიშვნელოვანი კომპონენტია საზღვაო ქვეითები და ის შეიარაღებული ძალები, რომლებიც ასე ვთქვათ არიან გემებზე. დიდ ბრიტანეთშიც ერთ-ერთი დამრტყმელი მთავარი ძალა არის ფლოტი, ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემის დიდი უმრავლესობა განლაგებულია გემებზე და არა ხმელეთზე.საფრანგეთში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება სახმელეთო შეიარაღებულ ძალებს. ყველა ქვეყანა რომ განვიხილოთ, მათი შეიარაღებული ძალების შექმნა, განვითარება არის დამოკიდებული იმ ამოცანაზე, რომელიც კონკრეტულად იმ ქვეყნის წინაშე დგას.

საქართველოს ჰყავს 4 მეზობელი, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და რუსეთი. ჩვენი ქვეყნისა და შესაბამისად შეიარაღებული ძალებისთვის მთავარი გამოწვევა არის ბუნებრივია რუსეთი. ჩვენ არ ველოდებით საშიშროებას ამ ეტაპზე თურქეთისგან, სომხეთისგან თუ აზერბაიჯანისგან, ჩვენ საშიშროებას გვიქმნის რუსეთის ფედერაცია. აქედან გამომდინარე, ჩვენი შეიარაღებული ძალების მთავარი გამოწვევა ეს არის თავდაცვა რუსეთის ფედერაციისგან“, - აცხადებს შაშკინი.

ყოფილი მინისტრი საუბრობს იმ გაკვეთილებზე რაც საქართველოს თავდაცვის უწყებამ 2008 წლის აგვისტოს ომისგან მიიღო. შაშკინის შეფასებით, საქართველომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ განსაზღვრა, რომ ქვეყანას 100 ათას კაციანი მომზადებული ჯარი სჭირდება რათა შესაძლებელი იყოს, ქვეყნის ოთხი მიმართულებიდან - აფხაზეთის, ცხინვალის, შავი ზღვისა და გიუმრის მიმართულებებიდან დაცვა:

„2008 წლის ომის აქტიურმა ფაზამ ბევრი გაკვეთილი გამოატანინა ჩვენს გაერთიანებულ შტაბს. ერთ-ერთი გაკვეთილი იყო ასეთი - იმისთვის, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი ტერიტორიები, იმ ქალაქებისა და სოფლების რაოდენობებიდან გამომდინარე, იმ კონკრეტული ტერიტორიის პერიმეტრიდან გამომდინარე, ცოცხალი ძალა, რომელიც ქვეყნის დასაცავად არის საჭირო რუსეთის ფედერაციისგან და მან შესაძლოა ოთხი მიმართულებიდან შემოგვიტიოს, ეს არის აფხაზეთი, ცხინვალი, ზღვა და გიუმრის მიმართულება, სომხეთი, სადაც რუსეთს სამხედრო ბაზა აქვს. რუსეთის მილიტარისტული პოლიტიკა არის საფრთხე, ის არის ჩვენი მტერი. იმისათვის, რომ რუსეთისგან შევძლოთ საქართველოს ტერიტორიის დაცვა, საქართველოს 100 ათასიანი შეიარაღებული ძალები სჭირდება. ჩვენი შეიარაღებული ძალების რაოდენობა ახლა დაახლოების 25 ათას კაცს შეადგენს. 2008 წლამდე საქართველოს ხელისუფლებას ეს ბუნებრივია ესმოდა და ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევდით რეზერვს. იყო რეზერვის მომზადება და რეზერვში გაწევრიანება.

2008 წლის ომის აქტიური ფაზიდან მეორე გაკვეთილი, რომელიც ჩვენ გამოვიტანეთ, იყო ის, რომ რეზერვი იმ სახით, რომელიც არსებობდა 2008 წლამდე არ პასუხობდა იმ გამოწვევას, რომელიც იდგა ქვეყნის წინაშე. 2008 წლამდე ის რეზერვის შემადგენლობა იმ ერთთვიანი გადამზადების კურსების დროს სწავლობდა სროლას, იარაღის დაშლას, აწყობას, იღებდა საბრძოლო ტრენინგს, მაგრამ ამ ერთი თვის განმავლობაში შეუძლებელი იყო რეზერვის პოპულაცია რეგულარულ ნაწილებთან. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს რეზერვის აბსოლუტური შემადგენლობა გამოცხადდა, მისი ინტეგრაცია შეიარაღებულ ძალებში ძალიან გაუჭირდათ. რადგან 21-ე საუკუნეში ჯარის წინაშე ომის პერიოდში დგას ძალიან განსხვავებული გამოწვევები. თუ ჯარის მართვა შიდა კომუნიკაციის გარეშე არის შეუძლებელი, ამ პირობებში პირადი შემადგენლობის მარგი ქმედების კოეფიციენტი არის ძალიან დაბალი. ბატალიონი, რომელიც არის რეგულარული ძალის შემადგენლობაში, გარდა იმისა, რომ იცის ბრძოლა, იცის როგორ უნდა შეასრულოს ბრძანება და როდის გადადგას კონკრეტული ნაბიჯი. რეზერვს რაც მოუვიდა 2008 წელს, მიუხედავად იმისა, რომ სრული შემადგენლობა გამოცხადდა, რეზერვის და რეგულარული ძალების კომუნიკაცია და ურთიერთქმედება იყო ძალიან დაბალ დონეზე. ამის აწყობა ერთ თვეში მართლაც შეუძლებელი იყო, ამიტომ, 2008 წლის შემდეგ ჩვენ დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ეხებოდა იმას, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები უნდა ყოფილიყო შერეული სისტემის, ნახევარი უნდა ყოფილიყო წვევამდელები და ნახევარი უნდა ყოფილიყო პროფესიონალი ანუ კონტრაქტზე მყოფი ოფიცრები და ჯარისკაცები. 12 ათასი წვევამდელი რომ გვყოლოდა წელიწადში, ჩვენ ვამცირებდით წვევამდელების სამსახურის ვადას ერთ წლამდე და ვიღებდით ისრაელისა და ესტონეთის მოდელს, სადაც წვევამდელებს ჰქონდათ ხშირი შვებულება, რათა არ მოსწყდნენ ოჯახებს, ჰქონდათ შესაძლებლობა შეენარჩუნებინათ ის სამსახური, რომელიც მათ ჰქონდათ და ამაზე ზრუნავდა სახელმწიფო. ჩვენი გეგმით 2017 წელს გვეყოლებოდა 60 ათას კაციანი რეზერვი, რომელიც იქნებოდა მომზადებული ისევე, როგორც რეგულარული ჯარი. ამას დაემატებოდა 25 ათასი რეგულარული შეიარაღებული ძალები და 15 ათასი ნებაყოფლობითი რეზერვი. ამით ვასრულებდით 100 ათასი ცოცხალი ძალის მობილიზაციის პერსპექტივას, რათა დაგვეცვა ჩვენი ტერიტორიები“, - განმარტავს დიმიტრი შაშკინი.

„ნიუპოსტთან“ საუბრისას ყოფილი მინისტრი ხელისუფლების გადაწყვეტილებას აფასებს, რომლის მიხედვითაც გამოხატულია ინიციატივა, რომ გაუქმდეს წვევამდელთა სისტემა და ჯარი გადავიდეს საკონტრაქტოზე, აღნიშნული მეთოდით საქართველოს ეყოლება 25 ათასი პროფესიონალი სამხედრო მოხელე, რაც უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით არაფრისმომცემია:

„ამ ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ მომავალი წლიდან გადავდივართ მხოლოდ კონტრაქტზე. აქ არ არის საუბარი რა ჯობია, ჩვენ რომ ვიყოთ ისეთივე მდიდარი ქვეყანა, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები და ასეთივე დიდი, ვიტყოდი, რომ კონტრაქტზე კარგია, რადგან პროფესიონალურ ჯარს ქმნი და უფრო მეტი პასუხისმგებლობა თუ შესაძლებლობა არის. ჩვენ ვართ ძალიან პატარა ქვეყანა, არ ვართ ისეთი მდიდარი, როგორიც არის ისრაელი, რომელიც ქმნის წვევამდელების ჯარს.

ამ მომენტისთვის ამ ხელისუფლებას, არც თავდაცვის მინისტრს, რომელსაც ეს თემები საერთოდ არ ესმის და რომელსაც „დიდგორის“ ჯავშანმანქანაზე შეკითხვას უსვამენ და პასუხობს, რომ ეს მისი კომპეტენცია არ არის, ეს ყველაფერი არ ესმით. არ ესმის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასაც, სამწუხაროდ, გაერთიანებული შტაბი არ გამოთქვამს ხმამაღლა თავის პოზიციას, როგორც გამოთქვამდა 2008 წლის შემდეგ, როდესაც გაერთიანებული შტაბი თვითონ ითხოვდა წვევამდელების რაოდენობის გაზრდას, რადგან მომზადებული რეზერვი ყოფილიყო.

ძალიან მნიშვნელოვანია ის, როდესაც 2004 წელს პოფესიული ჯარის შექმნა დავიწყეთ, მაშინ ყველა სტრატეგიული პარტნიორი გვიმტკიცებდა იმას, რომ საქართველოს სჭირდება პატარა ჯარი, დაახლოების 5 ათას კაციანი ჯარი, რათა საერთაშორისო მისიებში მიგვეღო მონაწილეობა და ლოკალური საფრთხეები თავიდან აგვეცილებინა. მაგრამ ამას გვიმტკიცებდნენ იმ საბაბით, რომ რუსეთი სამხედრო ოპერაციას თქვენს წინააღმდეგ არ დაიწყებსო. ამას გვიმტკიცებდნენ თეთრი სახლის პოლიტიკოსები. ბუშის ცნობილი ფრაზა ყველას ახსოვს „მე პუტინს შევხედე თვალებში და ვნახე, რომ შეიძლება ამ ადამიანის ნდობაო“, მაშინ აშშ-ში იყო განცდა, რომ პუტინი არის ადამიანი, ვისთანაც შესაძლოა საუბარი. 2008 წლის ომმა ყველას აჩვენა, რომ ჩვენ მართლები ვიყავით როდესაც ვამბობდით, რომ ეს კაცი არაადეკვატურია. მთელმა მსოფლიომ დაინახა ეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვეყოლება პროფესიული 5 ათას კაციანი თუ 25 ათას კაციანი ჯარი, აგრესიის შემთხვევაში ეს საკმარისი არ არის.

ყველა ის ადამიანი, რომელიც ახლა ამ თემაზე ცდილობს პოლიტიკური ქულების დაწერას, საკუთარ თავს უნდა უსვამდეს მარტივ კითხვას - არსებობს იმის გარანტია, რომ პუტინი ისევ არ ეცდება შემოიჭრას ჩვენს ტერიტორიაზე? პასუხი არის ის, რომ ასეთი გარანტია არ არსებობს და ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. რას ვიზამთ? ამ შემთხვევაში მუხლებზე დავდგებით და ჩავბარდებით თუ დავიცავთ ჩვენს სამშობლოს? ყველა ნორმალური ადამიანი იტყვის, რომ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა“, - აცხადებს შაშკინი.

მას მოჰყავს ავღანეთის ომის მაგალითი, რომლემაც მისი შეფასებით საბჭოთა კავშირის დაშლას შეუწყო ხელი. შაშკინი იხსენებს ჩერჩილის ფრაზას, რომ რუსეთი მხოლოდ ძალას სცემს პატივს, საქართველოს 100 ათასიანი სამხედრო შემადგენლობა კი სწორედ ძალის გამოხატულება იქნებოდა, რომელიც ჩრდილოელი მეზობლისთვის იქნებოდა ღია მესიჯი, რომ საქართველოს შესწევს ძალა დაიცვას საკუთარი ინტერესები და საკუთარი ტერიტორია:

„როდესაც ვსაუბრობთ 100 ათასიან კორპუსზე, ამ საუბრის არსი არის ის, რომ ჩვენ ღია მესიჯს ვაგზავნით რუსეთის ფედერაციაში და ეს მესიჯი არის ძალიან მარტივი, ჩვენ დავიცავთ ჩვენს ტერიტორიას, დავიცავთ ჩვენს სამშობლოს და როგორც ჩერჩილი ამბობდა, რომ ერთადერთი, რასაც რუსეთი პატივს სცემს, ეს არის ძალა, პუტინი რასაც სცემს პატივს, არის ძალა.

რუსეთში არის გენერალური შტაბი, სადაც მუშაობენ პროფესიონალი ოფიცრები, ნებისმიერი სამხედრო ოპერაციის, ინტერვენციის დროს, როდესაც შეიარაღებული ძალების ჩართვა ხდება, ისინი გეგმავენ შესაძლო დანაკარგს. რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას ბევრი ნაკლი აქვს, მაგრამ ერთი რამ რაც იციან, არის ის, რომ სწავლობენ საკუთარ შეცდომებზე. მათ იციან, რომ ავღანეთი იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომაც დაირღვა საბჭოთა კავშირი. დაიშალა ამხელა ბოროტების იმპერია, რომელიც აკონტროლებდა ყველაფერს, მაგრამ ავღანეთის ომმა შეიტანა დიდი წვლილი საბჭოთა კავშირის დაშლაში. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ტელევიზია, რადიო თუ გაზეთი წერდა თუ რა კარგი იყო კომუნიზმი, როდესაც რუსეთის სოფლებსა და ქალაქებში ავღანეთიდან დაიწყო „ცინკის“ კუბოების ჩამოსვლა, ვერანაირი მასმედია ამას ვერ გადაფარავდა, იმიტომ, რომ ეს იყო რეალური „ცინკის“ კუბო, რეალური გვამი რუსი ჯარისკაცის, რომელიც ჩადიოდა სოფელსა და ქალაქში. სწორედ ამიტომ აფეთქდა ეს ბოროტების იმპერია შიგნიდან. ახლაც რუსეთის შეიარაღებული ძალები როდესაც უკრაინაში იბრძვის, საზღვარზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან დგას მობილური კრემატორიუმები, ანუ ისინი თავის გვამებს წვავენ, იმისათვის, რომ „ცინკის“ კუბოები არ ჩავიდეს ქალაქსა და სოფლებში, რათა არ განმეორდეს ავღანეთის სცენარი.

როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ 100 ათასიანი კორპუსის დაყენება შეგვიძლია, იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ტერიტორია, რუსეთის ფედერაციას ღიად ვეუბნებით, რომ მათთვის საქართველოში შესაძლო შემოჭრა მარტივი არ იქნება. ეს იქნება დიდი მსხვერპლის ფასი. „ცინკის“ კუბოები რუსეთის ფედერაციაში პირდაპირ კორელაციაში არის პუტინის ძალაუფლებასა და პუტინის ხელისუფლებასთან“, - მიიჩნევს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

დიმიტრი შაშკინის შეფასებით ხელისუფლებისა და თავდაცვის სამინისტროს მხრიდან წვევამდელებზე უარის თქმას შესაძლოა ორი მიზეზი ჰქონდეს - ეს შესაძლოა თავდაცვისუნარიანობის ნულამდე დასაყვანად კეთდებოდეს ან იყოს „უცოდინარობის აპოფეოზი“:

„კონტრაქტზე გადასული შეიარაღებული ძალების რაოდენობა დაყვანილი იქნება 20 ათას პროფესიონალზე. ფინანსური სხვაობა წვევამდელსა და კონტრაქტზე მყოფ ჯარისკაცს შორის არის 10 ათასი ლარი წელიწადში. ჩვენ დავუტოვეთ 10 ათასი წვევამდელი. 10 ათას კაცს უნდა გადაუხადონ ხელფასი 10 ათასი ლარი წელიწადში, ეს ბიუჯეტიდან წავა, ეს იქნება ფული, რომელსაც ვხარჯავდით შეიარაღებასა და მომზადებაზე და ამ შემთხვევაში ეს თანხა წავა ხელფასებზე. წვევამდელის მთავარი ხიბლი არა ფინანსური მოგება, არამედ არის ის, რომ არის რეზერვის მებრძოლი. ნებისმიერ დროს გამოიძახებ და მომზადებული ჯარისკაცი გეყოლებოდა. 5 წელიწადში ჩვენ 60 ათას კაციანი მომზადებული რეზერვი გვეყოლებოდა. რეზერვი კი უზარმაზარი ძალაა.

თუ ჩვენ წავალთ შეთქმულებების თეორიებში, მაშინ შესაძლოა ითქვას, რომ ეს თავდაცვისუნარიანობის ნულამდე დასაყვანად კეთდება. ან ეს არის შეგნებული მავლნებლობა, რადგან ამით ზიანდება ჩვენი თავდაცვისუნარიანობა, ან ეს არის უცოდინარობის აპოფეოზი. სხვა განმარტება არ არსებობს“, - აღნიშნავს დიმიტრი შაშკინი ჩვენთან საუბრისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42