საქართველოს პრეზიდენტი NDI-ის წინასაარჩევნო პერიოდის შემფასებელთა მისიას შეხვდა
პოლიტიკა - 17:48, 13 Jun, 2016     1019
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა, რომლებიც საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდის შესაფასებლად ჩამოვიდნენ.

შეხვედრისას დელეგაციის წევრებმა საქართველოს პრეზიდენტს აცნობეს, რომ 8 ოქტომბერს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირველბად საქართველოს საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციები ესტუმრებიან.

მხარეებმა საქართველოში არსებული წინასაარჩევნო სიტუაცია განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მნიშვნელობა, იმისათვის, რომ არჩევნები საერთაშორისო პრინციპების სრული დაცვით, გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარდეს. საუბარი დღეს არსებულ პოლიტიკურ გარემოსაც შეეხო.

სტუმრებმა აღნიშნეს, რომ მათი ვიზიტის მთავარი მიზანი, საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის დემონსტრირებაა.

მხარეებმა ასევე აღნიშნეს, რომ წინასაარჩევნო აგიტაციის დროს უმთავრესი ამოცანა, საარჩევნო პროცესებისადმი საზოგადოების ნდობის განმტკიცება უნდა იყოს.

„ჩვენს საერთაშორისო მეგობრებთან ჩვენ ვისაუბრეთ წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ სიტუაციაზე, კორცხელის ინციდენტზე. საუბარი გვქონდა ასევე, წინასაარჩევნო პერიოდში მედიაგარემოზე.

დელეგაციის წევრები განსაკუთრებით დაინტერესდნენ პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფოს მეთაურისა და კონსტიტუციის გარანტის როლზე წინასაარჩევნო პერიოდში.

პრეზიდენტმა მათ ამომწურავი პასუხი მიაწოდა თუ რა ტიპის კამპანიას გეგმავს და რა სახით აპირებს წინასაარჩევნო პროცესებში ჩაბმას, იმისათვის, რომ ამომრჩეველი მეტად იყოს მოტივირებული არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად“,- აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლები წინასაარჩევნო ვიზიტის ფარგლებში ხელისუფლების წარმომადგენლებთან, საარჩევნო კანდიდატებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართავენ შეხვედრებს, რის საფუძველზეც წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით თავიანთ შეფასებას მოამზადებენ.

შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42