პრემიერი საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, საარჩევნოდ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოაგზავნონ
პოლიტიკა - 16:11, 13 Jun, 2016     1282
საქართველოს პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოაგზავნონ საქართველოში საარჩევნო პროცესზე დასაკვირვებლად, - ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაციასთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც წინასაარჩევნო გარემოს ეცნობა.
საუბარი არჩევნებისთვის მზადების პროცესს და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას შეეხო.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში, წინასაარჩევნო პერიოდის სტანდარტი მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული და გადადგმულია მნიშვნელოვანი ნაბიჯები დემოკრატიის კუთხით.
გიორგი კვირიკაშვილმა NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაციის წევრებს კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის, უზრუნველყოს საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულ, თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარება.
პრემიერმა დელეგაციის წევრებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მედიაპლურალიზმის, საკუთრების უფლებებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით განხორციელებული რეფორმების შესახებ.
NDI-ის დელეგაცია საქართველოში არჩევნებისთვის მზადების პროცესს, ზოგად პოლიტიკურ გარემოს და იმ ფაქტორებს, რომელსაც საარჩევნო პროცესის წარმართვაზე გავლენის მოხდენა შეუძლია, 4 დღის განმავლობაში შეაფასებს, ხოლო ვიზიტის დასასრულს, წინასაარჩევნო გარემოს შეფასების დოკუმენტს გამოაქვეყნებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დღევანდელ შეხვედრას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე მაიკლ პოზნერი, პოლონეთის სეიმის ყოფილი წევრი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი იანუშ ონიშკევიჩი, NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა თორნტონი, NDI-ის საპარლამენტო პროგრამის მენეჯერი თამარა სართანია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42