„რუსეთთან ჩვენი ურთიერთობები უფრო გამჭვირვალე უნდა გახდეს. ჩვენ კაპიკებს გვაძლევენ და სანაცვლოდ უზარმაზარი ტერიტორიებით სარგებლობენ, რომლებიც სამხედრო ბაზებისთვის გამოვუყავით. ეს ბაზები ხომ მხოლოდ ჩვენ დასაცავად არაა აქ, პირველ რიგში ისინი იმისთვის სჭირდებათ, რომ რუსეთი ნატოსგან დაიცვან. რატომ არ უნდა გადაგვიხადონ? მთელი მსოფლიო ასე ცხოვრობს და რატომ უნდა იყოს განსხვავებული წესები რუსეთისა და აფხაზეთის ურთიერთობაში? საქმე იმაშია, რომ რუსებს გონიათ ამით საჩუქარს გვიკეთებენ. არა , აქ არავითარი საჩუქარი არაა. ის კაპიკები, რომელსაც ისინი გვიხდიან არაფერია იმასთან შედარებით რასაც ჩვენგან იღებენ. მე ვიცი რა საფასურს იხდიან ბაზებისთვის მსოფლიოში. ჩვეულებრისამებრ, ერთი ჰექტრის იჯარით გაცემა დაახლოებით 1 მლნ ღირს, ჩვენ კი მათ რამდენიმე ათასი ჰექტარი გამოვუყავით . რუსეთს შეეძლო ჩვენთვის უპროცენტო სახელმწიფო კრედიტები გამოეყო ეკონომიკის განვითარებისთვის. რატომ არ დგამენ რუსები შემხვედრ ნაბიჯებს? რატომ არ გვექცევიან ისე , როგორც მოკავშირეებს? ჩვენ რა ამერიკისკენ წასვლას ვაპირებთ? ჩვენ ხომ განვაცხადეთ, რომ რუსეთისკენ ვართ და რუსეთმაც სხვაგვარად უნდა შეგვხედოს.“- გაანცხადა ხარაზიამ.
ადგურ ხარაზია 2014 წლიდან სოხუმის მერის მოვალეობას ასრულებდა. 2016 წლის 31 მაისს კი ამ თანამდებობაზე ოფიციალურად დაინიშნეს.
მასალის გამოყენების პირობები






