როგორც "ნიუპოსტს" შს სამინისტროში განუცხადეს, პოლიციის მეხუთე განყოფილებასთან ერთი მოქალაქე დააკავეს.
"მოქალაქე დაკავებულია ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. პოლიციელთა მხრიდან ძალადობის ფაქტს არ ვადასტურებთ"- აღნიშნეს შს სამინისტროში.
განსხვავებული ინფორმაცია აქვთ თვითმხილველებს.
"ვხედავ ასეთ სურათს: ბიჭი ზის საჭესთან, რომელსაც ვიღაც კაცი ადგას თავზე და ცდილობს გადმოიყვანოს მანქანიდან, როგორც პროვოკატორი. როგორც მოგვიანებით გავარკვიეთ ეს კაცი, პოლიციის თანამშრომელია, ის სამოქალაქო ფორმაში იმყოფებოდა. შემდეგ მოდის კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი და ეს ბიჭი როგორც რეციდივისტი მიჰყავთ განყოფილებაში. პოლიციის განყოფილებაში ჩვენ აღარ შეგვიშვეს, რომ მოვბრუნდი ძლიერი დარტყმის ხმა, დაახლოებით სამი-ოთხჯერ გავიგონე. ჩემმა მეგობარმა კი რომელიც თან მახლდა, დაინახა თვითონ ფაქტი, როგორ ურტყამდნენ"- აღნიშნავს ერთ-ერთი თვითმხილველი თათია ოჩიგავა.
მასალის გამოყენების პირობები






