"წულუკიანი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, მოუწევთ იმ დარღვევების აღიარება რომელიც მერაბიშვილთან დაკავშირებით არსებობს"
პოლიტიკა - 15:08, 13 Jun, 2016     9320
ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი.

დღეს კი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ვანო მერაბიშვილის ვადამდე გათავისუფლება არ იგეგმება და ამ საკითხზე ვერც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ იმოქმედებს.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილიც.

"ნიუპოსტი" ადვოკატს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსალოდნელ გადაწყვეტილებაზე და თეა წულუკიანის განცხადების შესაფასებლად დაუკავშირდა.

"ჩვენ დაველოდებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და თეა წულუკიანივით ვადაზე ადრე არ გავაკეთებ განცხადებას. რაც შეეხება მოლოდინს, ჩვენი მოლოდინია, რომ ამ საქმეს მოვიგებთ. აქვე მინდა განვმარტო, რომ ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება-არგათავისუფლებას სტრასბურგის სასამართლო არ წყვეტს. დიდი ალბათობით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაადგენს, რომ მერაბიშვილის დაკავება უკანონოდ მოხდა, მერე რას მოიმოქმედებს სახელმწიფო, ეს უკვე სხვა საქმეა. როგორც გამოჩნდა ხელისუფლება არ აპირებს გაითვალისწინოს სტრასბურგის გადაწყვეტილება, აგერ წინასწარვე გვიანონსებენ. მერწმუნეთ, რომ თუ კი ის შედეგი იქნება, რასაც ჩვენ ველოდებით, ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება ქალბატონი წულუკიანი. მათ მოუწევთ აღიარება, იმ დარღვევების რომელიც არსებობს მერაბიშვილის დაკავება-პატიმრობასთან დაკავშირებით"-აღნიშნა ჩივიაშვილმა.

სტრასბურგის სასამართლო, 14 ივნისს გადაწყვეტილებას სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნებს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო წერს, რომ "2013 წლის 21 მაისს დაპატიმრებული მერაბიშვილი ამტკიცებს, რომ 22 და 25 მაისის გადაწყვეტილება, რომელიც მის წინასწარ პატიმრობას გულისხმობდა, გაუგებარ სამართლებრივ ნორმებს ეფუძნებოდა და ხელისუფლებამ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან მისი მოშორების მიზნით მიიღო, რამაც ”ნაციონალური მოძრაობის” დასუსტება გამოიწვია. მერაბიშვილის განმარტებით, ხელისუფლებამ, ამგვარი გადაწყვეტილებით, მას მომავალ 2013 წელი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებაში ხელი შეუშალა.

სარჩელში ასევე საუბარია 2013 წლის 14 დეკემბერს გვიან ღამით მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის შესახებაც.

მერაბიშვილი იხსენებს, რომ 14 დეკემბერს მთავარ პროკურორთან დაკითხვაზე წაიყვანეს, სადაც ის ღირსების შემლახველი ქმედების გამოყენებით ზურაბ ჟვანიას სიკვდილის გარემოებებისა და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის საიდუმლო ოფშორული საბანკო ანგარიშების შესახებ დაკითხეს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ, რომ მერაბიშვილმა სასამართლოს მსვლელობისას ხელისუფლებას მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42