საინიციატივო ჯგუფი ქორწინებასთან დაკავშირებული რეფერენდუმის თაობაზე ხელმოწერების შეგროვებას იწყებს
პოლიტიკა - 14:29, 13 Jun, 2016     1417
სანდრო ბრეგაძისგან, სოსო მანჯავიძისგან და ზვიად ტომარაძისგან შექმნილი საინიციატივო ჯგუფი, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ქორიწნების განსაზღვრის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვნდნე, დღეიდან ორასი ათასი ხელმოწერის შეგროვებას იწყებენ. პოლიტიკურ პარტიებს ისინი აქტიუროიბისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

„საინიციატივო ჯგუფს, მიეცა უფლება შეაგროვოს ორასი ათასი ხელმოწერა, რათა დაინიშნოს რეფერენდუმი საკითხზე გსურთ თუ არა, რომ საქართველოს კანონმდებლობით ოჯახი განისაზღვროს როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა. ეს გახლავთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება იმ კუთხით, რომ ეს არის ფაქტობრივად მეორე საკითხი, რომელიც რეფერენდუმზე გადის საქართველოს უახლესი ისტორიის მანძილზე. დღეიდან საინიციატივო ჯგუფი ვიწყებთ ორასი ათასი ხელმოწერის შეგროვებას და ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი უნდა წარვმართოთ ფორსირებულად, რადგანაც ჩვენი მიზანია, რომ პროცედურების გავლა მანამდე მოესწროს, სანამ 2016 წლის 8 ოქტომბერს ანუ საპარლამენტო არჩვენების ჩატარების დღეს,რეფერენდუმი დაინიშნება . რეფერენდუმს ფინანსური რესურსი სჭირდება და იმ შემთხვევაში თუ რეფერენდუმი დაინიშნება არჩევნების დღეს. ეს ზედმეტი ფინანსური დანახარჯი არ იქნება და სახელმწიფო ბიუჯეტს აღარ მოუწდეს ამ საკითხისთვის გარკვეული თანხის გაღება. ამასთან, მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენი ბრძოლა საინიციატივო ჯგუფისა იყო საკმაოდ ძნელი, ჩვენ ბევრი ხელისშემშლელი პირობა გვქონდა, პირდაპირ შემიძლია გითხათ, რომ უცხოელები თუ ქართველთ მოძულეები მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ რეფერენდუმზე აღნიშნული საკითხი არ დამდგარიყო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ რამდენჯერმე ჩაგვიგდეს აღნიშნული საკითხი, ჩვენმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და გუშინ დარეგისტრრდა ჩვენს მიერ შეტანილი დოკუმეტაციაც“,-განაცხადა ბრეგაძემ.

ბრეგაძის განცხადებით, ხვალინდა საინიციატივო ჯგუფი საქართველოში მოქმედ ყველა პოლიტიკურ პარტიას ეწვევა და მხარდაჭერას სთხოვს, პარტიებს შორის იქნებიან როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე „რესპუბლიკური პარტიაც“

„მინდა მივმართო ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც საქართველოში არსებობს, ეს არ არის რომელიმე პოლიტიკუტი პარტიის ინიციატივა. მივმართავ მათ, რომ თავის აქტივისტებთან ერთად, მიიღოს აქტიური მონაწილეობა ამ ორასი ათასი ხელმოწერის შეგროვების საქმეში. ჩვენი წარმომადგენლები ხვალიდან მივლენ აბსოლიტურად ყველა პოლიტიკურ პარტიაში. ეს იქნება „ქართული ოცნება“, „პატრიოტთა ალიანსი“, ქ-ნი ნინო ბურჯანაძის პარტია, ირაკლი ალასანიას გუნდი, „ეროვნული ფორუმი“ მრეწველთა პარტია“ , თამაზ მეჭიაურის პარტია, კახა კუკავას პარტია, არ მინდა, რომ ვინმე გამომრჩეს, თუმცა, ის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ იგივე შეთავაზებას გავუკეთებთ ოგორც „ნაციონალურ მოძრაობას“ ასევე „რესპუბლიკურ პარტიას“ და თუ კი ისინი დაგვთანხმდებიან, ჩვენ მათ მივუტანთ შესაბამის ბლანკებს რათა მათთმა წარმოამდგენლებმაც მიიღონ მონაწილეობა აღნიშნული საკითხის გადაწყვეტაში“,-განაცხადა ბრეგაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42