„ მივიღებთ თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებას, რეფერენდუმი ქვეყანაში მაინც უნდა ჩატარდეს. ქვეყნის ტრადიციებიდან ინტერესებიდან კეთილდღეობიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ ქორწინება განსაზღვრული იყოს როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი. რაც შეეხება რეფერენდუმს, ნუ ვეძებთ გრძელ გზას, მთავრობას შეუძლია მიმართოს პრემიერ მინისტრს და პრეზიდენტს რეფერენდუმის დანიშვნის თაობაზე, მუწოდებს მათ, რომ მიმართონ პრეზიდენტს იმასთან დაკავშირებით რომ დაინიშნოს რეფერენდუმი . ეს იქნება კეთილი ნების გამოხატვა საქართველოს მოსახლეობისა. ჩვენ კი არ ვართ ისეთი მდიდარი ქვეყანა, რომ რეფერენდუმი ცალკე ვატაროთ საპარლამენტო არჩევნები კი ცალკე“,-განაცხადა ტყემალაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქორწინების დეფინიციათან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი სარეფერენდუმო საკითხი დაარეგისტრირა. დღესვე ცესკო-მ უარი განაცხადა დაერეგისტრირებინა სარეფერენდუმო შეკითხვა კონსტიტუციაში ქორწინების შესახებ ჩანაწერის თაობაზე და შემოთავაზებულ სარეფერენდუმო საკითხს - "თანახმა ხართ თუ არა, საქართველოს კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება, რომ ქორწინება წარმოადგენს ოჯახის შექმნის მიზნით კავშირს მამაკაცსა და ქალს შორის?" რეგისტრაციაზე უარი უთხრა, მიზეზად კი ის დაასახელა, რომ საკითხის ფორმულირება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, მათ შორის საარჩევნო კოდექსს და კანონს რეფერენდუმის შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები






