"მასმედია უმკაცრესად უნდა გააკონტროლდეს, საქართველო რეიტინგებში უნდა ჩამოვაქვეითოთ!"- ლევან ვასაძე
პოლიტიკა - 13:03, 13 Jun, 2016     5811
„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI”-ის თავმჯდომარის , ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებით მასმედია უმკაცრესად უნდა გააკონტროლდეს. ვასაძე „რუსთავი2“-ს , „იმედს“ და „პირველ არხს“ ქვეყნის მტრად ასახელებს და აცხადებს, რომ „მათი პარპაში უნდა აღიკვეთოს“:

„რუსთავი 2“- სთვის ძალიან დიდი პატივია ასეთ რანგში აყვანა... „რუსთავი 2“, ისევე როგორც „იმედი“ და ნაწილობრივ „პირველი არხი“ სხვა დანარჩენ ე.წ . მეისტრიმ ქართული მედიის წარმომადგენლებთან ერთად , არის საქართველოს დაუძინებელი მტერი! „რუსთავი 2“ არის ერთ- ერთი ყველაზე უფრო ბნელი წარმომადგენელი იმ დეკადენსის, ქართული ეკლესიის აბუჩად აგდების, ეროვნული ტრადიციების შეურაცხყოფის საქმეში რაც ნიადაგ გვესმის ! ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს, მასმედია უმკაცრესად უნდა გააკონტროლდეს. ე.წ. უფლებადამცველები უნდა ავაჭყივლოთ და საქართველო ამ ჭინკების ე.წ. თავისუფლების რეიტინგებში უნდა ჩამოვაქვეითოთ! ეს უნდა გავაკეთოთ არა იმიტომ, რომ ფანატიკოსი დიქტატორები ვართ , არამედ იმიტომ, რომ სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიის ყალბი დროშის ქვეშ დგანან. მყრალი ლიბერალები , რომლებიც ჩვენს ერს ანადგურებენ ! ჩვენი ერი სწორედ ლიბერალური იდეოლოგიის წყალობით არის გადაშენების გზაზე! ყველაზე გარყვნილი , ყველაზე უსინდისო , ყველაზე ბინძური ადამიანები სატელევიზიო ეკრანებიდან გამუდმებით შხამავენ ჩვენს შვილებს, მთელ ქართველ ერს და მათი პარპაში უნდა აღიკვეთოს ! ჩვენ არ უნდა გვრცხვენოდეს ამის განცხადებისა... მაგრამ ეს შეუძლებელია მანამდე, სანამ ერის დეკლარირებული მიზანი არის ევროიონტეგრაცია“- აცხადებს ლევან ვასაძე.

წყარო „ასავალ-დასავალი“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42