"კიბერუსაფრთხოებას ვიდეოების დაბლოკვა რამდენიმე წუთში შეეძლო, ვიღაცას აწყობდა და არ გააკეთეს" - ფეიქრიშვილი
პოლიტიკა - 13:12, 13 Jun, 2016     3771
ინტერნეტ სივრცეში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები კვლავ გავრცელდა. წუხელ ის რამდენიმე ადამიანს გაეგზავნა, ერთ-ერთი მათგანია ორგანიზაცია "ამბრელას" წევრი, ლუკა ფეიქრიშვილი.

როგორც ფეიქრიშვილმა "ნიუპოსტს" განუცხადა, სოციალური ქსელით ვიდეო მისამართის რამდენიმე ბმული მიიღო, რის შესახებაც მან სამართალდამცველებს მიმართა.

მოგვიანებით ფეიქრიშვილის სახლში კიბერუსაფრთხოების სამსახურის და პროკურატურის წარმომადგენლები მივიდნენ და პროგრამისტი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე გადაიყვანეს.

ფეიქრიშვილი კიბერუსაფრთხოების სამსახურს უმოქმედობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ "სურვილის შემთხვევაში" იმ საიტების დაბლოკვა, სადაც აღნიშნული ვიდეოები გავრცელდა რამდენიმე წუთში შეიძლებოდა.

"არჩევნები ახლოვდება და კადრების გავრცელებით სურს ვიღაცას, დაეცეს რომელიმე პოლიტიკური პარტიის რეიტინგი. რაც შეეხება პროკურატურაში ჩემს დაკითხვას, მითხრეს, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა არის ერთი საინტერესო დეტალი: უშუალოდ ეს ვიდეოები ატვირთულია 4 კვირის წინ და ამ დროის განმავლობაში ქვეყნის კიბერუსაფრთხოების სამსახურმა ვერ მოახერხა ვიდეოების ბლოკირება, ეს ძალიან დიდი სირცხვილია, ან არის მეორე ვარიანტი - მათ ეს არ გააკეთეს. უშუალოდ ვიდეოების ამტვირთავის იდენთიფიცირებას საერთოდ თავი რომ დავანებოთ, ვთქვათ რომ ეს ტიპი საერთოდ არ გვჭირდება, ტექნიკური თვალსაზრისით საიტზე, სადაც ატვირთულია აღნიშნული ვიდეოები, მის დაბლოკვას რამდენიმე წუთი სჭირდება, რაც არ მოხდა. გამომდინარე აქედან, მიჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ვიღაცას აწყობდა ეს ვიდეოები გავრცელებულიყო და ამიტომ დევს 4 კვირის განმავლობაში"- განუცხადა "ნიუპოსტს" ლუკა ფეიქრიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42