დელეგაციის წევრები არიან სემ კოპერსმითი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრი და დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე არიზონას შტატში; პერ ეკლუნდი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი და ყოფილი ელჩი; მაიკლ პოზნერი, სახელმწიფო დეპარტამენტში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროში სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე; იანუშ ონიშკევიჩი, პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი და პოლონეთის სეიმის ყოფილი წევრი; ლორა ჯუიტი, NDI-ის ევრაზიის რეგიონალური პროგრამების დირექტორი და ლორა თორნტონი, NDI-ის ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში.
ხელისუფლებასთან, საარჩევნო კანდიდატებთან, პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, საარჩევნო ადმინისტრაციის, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრების შედეგად დელეგაცია არჩევნებისთვის სამზადისს, საარჩევნო პროცესის ძირითადი სუბიექტების პოლიტიკურ აქტივობებსა და ზოგადად საარჩევნო გარემოს შეაფასებს. NDI-ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია საქმიანობას მიუკერძოებლად, პროფესიონალურად და საქართველოს კანონმდებლობისა და არჩევნებზე საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესაბამისად განახორციელებს.
17 ივნისს, მუშაობის დასრულების შემდეგ, NDI-ის დელეგაცია, ანგარიშის სახით, წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ძირითად დასკვნებს პრეს-კონფერენციაზე გამოაქვეყნებს. ანგარიშის გამოქვეყნებამდე დელეგაცია მედიასთან კომენტარს არ გააკეთებს.
სადამკვირვებლო დელეგაციას აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს.
NDI არის არამომგებიანი, მიუკერძოებელი ორგანიზაცია, რომელიც საზოგადოებრივ ცხოვრებაში მოქალაქეების აქტიური მონაწილეობის, მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულობის ხელშეწყობით მუშაობს დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობისა და განმტკიცებისათვის მსოფლიოში. დამატებითი ინფორმაცია NDI–ისა და მისი პროგრამების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე www.ndi.org
მასალის გამოყენების პირობები






