მანანა კობახიძის ძმას ფულის გამოძალვაში ადანაშაულებენ - საკრებულოში შესაძლოა მოკვლევა დაიწყოს
პოლიტიკა - 12:16, 13 Jun, 2016     2903
პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის ძმის სკანდალი გრძელდება. როგორც ირკვევა თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარეს თედო კობახიძის მიმართ გუშინ გაჟღერებული ბრალდების შემდეგ საკრებულოში შესაძლოა შიდა მოკვლევა დაიწყოს.

საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი აცხადებს, რომ პირადად ესაუბრა თედო კობახიძეს და მისგან მოისმინა განმარტებები.

"რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი ამ საქმეზე მიმდინარეობს კვლევა. ბუნებრივია ჩვენ უნდა დაველოდოთ გარკვეულ დასკვნებს და აქიდან გამომდინარე, ჩამოვაყალიბებთ შეხედულებას"- აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ.

ალიბეგაშვილის თქმით, კობახიძემ მასთან საუბრისას კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ გუშინ გაჟღერებული ბრალდება მისი და მისი დის დისკრიმინაციის მცდელობაა.

საკრებულოს თავმჯდომარემ არც ის გამორიცხა, რომ შესაძლოა ფაქტზე შიდა მოკვლევა დაიწყოს.

"დაველოდებით მოკვლევას და რეაგირებასაც მოვახდენთ" - თქვა მან.

მანანა კობახიძის ძმას, თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარეს თედო კობახიძეს, საკრებულოს ყოფილი თანამშრომელი ბადრი ჯავახიშვილი ფულის გამოძალვაში ადანაშაულებს.

ჯავახიშვილმა ექსკლუზიური ინტერვიუ პოსტსკრიპტუმს მისცა, სადაც ყვება, რომ თედო კობახიძემ მას პარტია ქართულ ოცნებაში მუშაობა ადგილობრივი არჩევნების წინ დააწყებინა, თუმცა პირველივე ხელფასის აღების შემდეგ, გასამრჯელოდან წილი მოსთხოვა. ჯავახიშვილი ამტკიცებს, რომ ყველა ის პირი, ვინც პარტიაში თედო კობახიძემ დაასაქმა, ვალდებული იყო მისთვის ხელფასის ნაწილი მიეცა.

როგორც ჯავახიშვილი ყვება, არჩევნების შემდეგ, თედო კობახიძემ ის საკრებულოში დაასაქმა. სანაცვლოდ ჯავახიშვილის ყოველი თვის ხელფასიდან 35% თედო კობახიძის საბანკო ანგარიშზე უნდა ჩაერიცხა. ბადრი ჯავახიშვილი თედო კობახიძის კლასელი და მისი დის, მანანა კობახიძის მოსწავლეა, მან პოსტსკრიპტუმს კობახიძის ანგარიშზე ფულის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტებიც წარუდგინა, რომელშიც თანხის გადარიცხვას ახსენებენ.

გარკვეული პერიოდის შემდეგ ჯავახიშვილმა თედო კობახიძეს თანხის გადახდაზე უარი განუცხადა, რასაც მისი სამსახურიდან დათხოვნა მოჰყვა.

თავად თედო კობახიძე ჯავახიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42