,,არ არის მართებული საქართველომ პასუხი სხვისი შეცდომების გამო აგოს“ - რუხაძე ვიზალიბერალიზაციაზე
პოლიტიკა - 17:06, 12 Jun, 2016     1592

პაატა ბურჭულაძის 'მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის' ერთ-ერთი ლიდერი გიორგი რუხაძე ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში კონსერვტორი ლიდერების ფორუმს დაესწრო და ევროპელ კოლეგებს სიტყვით მიმართა.

ფორუმის მთვარი თემა ევროზონაში მიგრაციის პრობლემები და მათი გადაჭრის გზები იყო. რუხაძემ პრობლემის გამომწვევ მიზეზად ახლო აღმოსვლეთში მიმდინარე კრიზისული მოვლენები დაასახელა და ის მოსაზრება გააკრიტიკა, რომლის მიხედვითაც თითქოს საქართველოსთვის და უკრაინისთვის სავიზო ლიბერალიზაციის მინიჭება მიგრანტთა პრობლემას გააუარესებს.

"როდესაც საქართველომ მიიღო ევროკომისიის მხრიდან დადებითი დასკვნა, მიგრანტთა პრობლემები იგივე სიმწვავით იდგა, მესამე ქვეყნებიდან ჩასული ადამიანების მხრიდან ჩადენილი დანაშაულის მაჩვენებელი კი არ გაზრდილა. საქართველომ აღნიშნული პრობლემების გათვალისწინებით მიიღო დაპირება და დღეს ვიზა ლიბერალიზაციის ამ საბაბით შეჩერება ელემენტარული უსამართლობაა, რაც ხელს უწყობს ჩვენს ქვეყანაში და მთლიანად რეგიონში ევროკავშირისადმი სკეპტიკური განწყობების ზრდას" - განაცხადა პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური გუნდის წევრმა.

გიორგი რუხაძემ მოუწოდა ევროპელ ლიდერებს ერთმანეთისგან გამიჯნონ მიგრანტთა პრობლემები და სავიზო ლიბერაიზაციის პროცესი. ასევე, საქართველოს, უკრაინის, თურქეთის და კოსოვოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების საკითხები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განიხილონ.

"საქართველომ ამ ქვეყნებზე ადრე, პირნათლად შეასრულა ევროკომისიის ყველა მოთხოვნა და იმსახურებს იმას, რომ გადაწყვეტილება მასთან მიმართებაში ინდივიდუალურად მიიღონ. ჩვენ ყველას ვგულშემატკივრობთ, თუმცა არ არის მართებული საქართველომ პასუხი სხვისი შეცდომების გამო აგოს" - განაცხადა რუხაძემ.

"მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის"ერთ-ერთი ლიდერი როტერდამში ბრიუსელიდან ჩავიდა სადაც მას შეხვერები ჰქონდა ევროპარლამენტში, ევროკომისიასა და ევროკავშირის საბჭოში. მოლაპარაკების თემა 10 ივნისს ლუქსემბურგში ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს მიერ შეჩერებული ვიზა ლიბერალიზიაციის საკითხები იყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42