საჩხერეში ამერიკელმა კადეტებმა ზაფხულის საბაზისო კურსი დაასრულეს
პოლიტიკა - 17:52, 11 Jun, 2016     1719
პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში აშშ-ის რეზერვის ოფიცრის მომზადების კორპუსის 33-მა კადეტმა ზაფხულის საბაზისო კურსი დაასრულა. კურსის დახურვის საზეიმო ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა დოლიძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის მეთაური, მაიორი ივანე ცხადაძე, აშშ-ის რეზერვის ოფიცრის მომზადების კორპუსის კადეტების ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნი უილიამ ფრუეტი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის აპარატის უფროსი გიორგი აბაშიშვილი დაესწრნენ.

კურსის დასრულებისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიალზე კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ. საბაზისო სამთო მომზადების კურსი 3 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. კურსის განმავლობაში ამერიკელმა კადეტებმა ქართველი ინსტრუქტორების დახმარებით სამთო-ტექნიკური უნარ-ჩვევები შეისწავლეს. მსმენელები მთაში გადაადგილების ხერხებს, სიმაღლიდან და კლდიდან დაშვებას, დაბრკოლებათა ზოლის მოწყობისა და გადალახვის ხერხებს, ასევე ექსტრემალურ პირობებში პირველადი დახმარების აღმოჩენას და ევაკუაციის ორგანიზების მეთოდებს დაეუფლნენ.

სწავლების დასრულების შემდეგ მსმენელებმა სპეციალური ტესტი ჩააბარეს. დაჯილდოების ცერემონიალის ბოლოს აშშ-ის რეზერვის ოფიცრის მომზადების კორპუსის კადეტების ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა უილიამ ფრუეტმა საჩხერის სამთო მომზადების სკოლის მეთაურს, ივანე ცხადაძეს მადლობის ნიშნად სამახსოვრო საჩუქარი გადასცა. საჩხერის სამთო მომზადების სკოლის მეთაურმა და სკოლის სერჟანტმა საჩუქრები წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობისგანაც მიიღეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42