,,პრეზიდენტი გარიგებებს და ვაჭრობებს არ აპირებს, ვენეციის კომისიამ ყოველგვარი ეჭვი გაფანტა“ - კოჟორიძე
პოლიტიკა - 17:03, 11 Jun, 2016     2251
ვენეციის კომისიის პლენარული სხდომა მიესალმა საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს საკონსტიტუციო სასამართლოს კანონში პარლამენტის მიერ შეტანილ ცვლილებებზე და პარლამენტის მიერ მის გაზიარებას. კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ ამ პროცესს „ბრძნული და კარგი კომპრომისი“ უწოდა.

აღნიშნულ საკითხზე „ნიუპოსტი“ პრეზიდენტის მრჩეველს, კახა კოჟორიძეს ესაუბრა. კოჟორიძე მიიჩნევს, რომ ვენეციის კომისიის ამ გადაწყვეტილებამ გაფანტა ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ბოლო დროს პრეზიდენტისა და პარლამენტის კოაბიტირების შედეგად ისმოდა. მისივე თქმით, ყველას, ვისაც ამ კანონთან მიმართებით კრიტიკული მოსაზრება აქვს, მიეცა შანსი გაასაჩივროს საკონსტიტუციო სასამართლოში და მოითხოვოს კანონის რომელიმე დებულების არაკონსტიტუციურად ცნობა:

„ამ პროცესში ვენეციის კომისიის მოსაზრება იყო ყველასთვის საინტერესო, როგორც პრეზიდენტისთვის, ასევე არასამთავრობო სექტორისა და პარლამენტისთვის, სამწუხარო იყო ის, რომ პარლამენტმა თავის დროზე არ გადააგზავნა ეს კანონი, თუმცა, ბოლოს პრეზიდენტმა გადააგზავნა, მივიღეთ ის დასკვნა რაც მივიღეთ, პრეზიდენტმა დაადო ვეტო, ასახა შენიშვნებში ვენეციის კომისიის მოსაზრებები და ხედვები და საბოლოოდ ეს დასრულდა კომპრომისით, კომისიის თავმჯდომარემ დღევანდელ სხდომაზე მთლიანად ამ პროცესს ბრძნული და კარგი გადაწყვეტილება უწოდა. გარდა იმისა, რომ ეს დასრულდა კომპრომისით და ვენეციის კომისიის შენიშვნები ასახულია ამ კანონში, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვისაც აქვთ კვლავ კრიტიკული მოსაზრებები ამ კანონთან მიმართებით, აქვთ შესაძლებლობა იმისა, რომ გაასაჩივრონ კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში და მოითხოვონ ამ კანონის რომელიმე დებულების არაკონსტიტუციურად ცნობა“, - აღნიშნავს კოჟორიძე.

პრეზიდენტის მრჩეველი ჩვენთან საუბრისას ასევე განმარტავს იმ შედეგს, რაც ამ კანონის უარყოფას მოჰყვებოდა:

„ეს კომპრომისი რომ არ მომხდარიყო, პარლამენტს შეეძლო, რომ პრეზიდენტის ვეტო განეხილა ორ კვირაში, როგორც რეგლამენტში წერია, მაგრამ გადაწყვეტილება მიეღო მაგალითად ივლისში ან აგვისტოში, როცა პარლამენტი გადაწყვეტილებას მიიღებდა და ვეტოს დაძლევდა, შევიდოდა ძალაში თავდაპირველი ცუდი ვერსია და თუ არასამთავრობო ორგანიზაციები გაასაჩივრებდნენ საკონსტიტუციო სასამართლოში ივლისში ან აგვისტოში ამ გადაწყვეტიელბას, საკონსტიტუციო სასამართლო ფაქტობრივად უუნარო იქნებოდა განეხილა სარჩელი, რადგან ძალაში იქნებოდა შესული კანონპროექტის ის ვერსია, რომელიც ამბობდა, რომ მოსამართლეს ბოლო სამი თვის განმავლობაში უფლებამოსილების ამოწრვამდე, არ აქვს უფლება განიხილოს ახალი საქმე, ასეთი მოსამართლე დასახელებულ თვეებში იქნებოდა ოთხი, 30 სექტემბერს 4 მოსამართლეს ეწურება საკუთარი უფლებამოსილების ვადა და შესაბამისად კანონპროექტის ძველი რედაქციით, ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში საკონსტიტუციო სასამართლოში 5 მოსამართლეს შეეძლო ახალი საქმის განხილვა, ეს 5 ხმა კი იმ რედაქციით არ იქნებოდა საკმარისი იმისთვის, რომ არათუ გადაწყვეტილება მიეღო, არამედ საქმის განხილვის უფლება არ ექნებოდა პლენუმს. სწორედ ამიტომ პრეზიდენტმა მოახერხა ის, რომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო პოლიტიკური და სამართლებრივი თვალსაზრისით, კომპრომისი შედგა პარლამენტთან და ამავდროულად, ყველას ვისაც დარჩა კრიტიკული მოსაზრებები ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, გზა გაეხსნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ, რომელიც დღეის მდგომარეობით არის ქმედუნარიანი და ასე იქნება შემდეგშიც, რომ განიხილოს არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელები. ეს იყო მრავალმხრივ სწორი გადაწყვეტილება“, - განმარტავს პრეზიდენტის მრჩეველი.

კახა კოჟორიძე კომენტარს აკეთებს პარლამენტის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატებს, რომლებიც პრეზიდენტმა წარადგინა მხარი არ დაუჭირა:

„სამწუხაროდ პარლამენტმა კვლავ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, კვლავ ვერავინ ვერ გაიგო პარლამენტის პოზიცია თუ რატომ ჩავარდა უზენაესი სასამართლოს ის სამი კანდიდატი, რომელიც პრეზიდენტს ჰყავდა წარდგენილი, შესაბამისად ის ადამიანები, რომლებიც უსაფუძვლოდ ამბობდნენ, რომ პრეზიდენტი გარიგებაზე წავიდა, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, თავად პრეზიდენტმა, პირადად მე არაერთხელ განვაცხადეთ, რომ უზენაესი სასამართლოს კანდიდატებთან დაკავშირებით, პრეზიდენტი გარიგებებს, ვაჭრობებს, კომპრომისებს არ აპირებს. ეს არის პრეზიდენტის ძალიან პრონციპული პოზიცია, კარგად გვაქვს გააზრებული რას ნიშნავს უზენაეს სასამართლოში თავისუფალი, მაღალკვალიფიციური დამოუკიდებელი პროფესიონალების შეყვანა. ეს ბრალდება რომ უსაფუძვლო იყო, გუშინ გამოჩნდა“, - აცხადებს კახა კოჟორიძე „ნიუპოსტთან“ საუბრისას.

იგი ასევე საუბრობს სასამართლოს თავისუფლების ხარისხზე. კოჟორიძე მიიჩნევს, რომ ამ კუთხით ისმის მრავალი კითხვა და დღევანდელმა ხელისუფლებამ და საზოგადოებამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ არსებული ხარვეზები, სასამართლოს პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებით გამოსწორდეს:

„რომ ჰკითხოთ თქვენ პარლამენტის წევრებს, დარწმუნებული ვარ „ნაციონალური მოძრაობისა“ და ალბათ „გირჩის“ გარდა ყველა გეტყვით, რომ წინა ხელისუფლების დროს სასამართლო სისტემაში კოშმარი ხდებოდა, მე ვიზიარებ უაღრესად კრიტიკულ დამოკიდებულებას სასამართლო სისტემისადმი, განსაკუთრებით ადრეულ პერიოდში, მაგრამ მთავარი კითხვა დღეს რაც ჩნდება, არის ის, რა კეთდება დღეს ამ სიტუაციის გამოსასწორებლად? დღეს უზენაეს სასამართლოში, სისხლის სამართლის პალატაში არიან მოსამართლეები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს მოსამართლეობდნენ და სწორედ მათი მისამართით ისმის პოლიტიკური ძალების მხრიდან ბრალდებები. რატომ არ გვინდა ჩვენ ამ საშინელების გამოსწორება? რატომ არ გვინდა დღეს ჩვენ, რომ შევიყავნოთ უზენაეს სასამართლოში კვალიფიციური ადამიანები, დამოუკიდებელი და ძლიერი პროფესიონალები, თუ პარლამენტს იმ სამი კანდიდატიდან რომელიმე ასეთად არ მიაჩნია, მაშინ უნდა შეეძლოს ამის არგუმენტებით ახსნა, რატომ დაუწუნეს მაგალითად ანა დოლიძეს კვალიფიკაცია, რატომ დარჩა ვინმეს ისეთი შთაბეჭდილება, რომ ანა დოლიძე ვერ მიიღებს პრინციპულ და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას? მაგრამ როცა ასეთი არგუმენტები ფაქტობრივად ვერცერთ კანდიდატთან მიმართებით ვერ გავიგეთ, სამწუხაროდ ასეთი შედეგით დამთავრდა გუშინდელი კენჭისყრა, რაც ძალიან სამწუხაროა პრეზიდენტისთვის, პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს არის სამწუხარო საქართველოს მოქალაქეებისთვის, უზენაეს სასამართლოში პირველ რიგში არ არის სათანადო რაოდენობის მოსამართლე და მეორე ის, რომ მას ნამდვილად სჭირდება საკადრო გაძლიერება და დაკომპლექტება ღირსეული და პროფესიონალი კადრებით“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42