არ ვაპირებთ ჩვენი ჯარისკაცების მისამართით გამოთქმულ ბრალდებებზე თვალის დახუჭვას - ხიდაშელი
პოლიტიკა - 12:46, 11 Jun, 2016     1675

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი სამშვიდობო ოპერაციების მიმართულებით მომუშავე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაეროს) წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიერ 29 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშში ასახული სექსუალური ძალადობის შესახებ ბრალდებები იყო, რომელიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის მისიაში მონაწილე (EUFOR RCA) ქართველ სამხედროებს ეხებოდა. ამ დროისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საგამოძიებო ჯგუფი ცენტრალურ აფრიკაშია და საქმის შესწავლას ადგილზე აწარმოებს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროსთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული საკითხია და უწყება საქართველოს შეიარაღებული ძალების ღირსების დასაცავად ყველაფერს გააკეთებს.

"მეტად მნიშვნელოვანია, ამ ოფისში იცოდნენ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ აპირებს ჩვენი ჯარისკაცების მისამართით გამოთქმულ ბრალდებებზე თვალის დახუჭვას. არ გავჩერდებით, ვიდრე ბოლომდე არ გავარკვევთ სიმართლეს და სათანადოდ არ ვუპასუხებთ იმ ბრალდებებს, რომელიც ქართველი ჯარისკაცებისა და ზოგადად ქართული ჯარის მიმართ, ჩემი აზრით, სრულიად უმართებულოდ გამოითქვა", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. გაეროს შტაბ-ბინაში შეხვედრებით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაასრულა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42