სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, დატოვოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში რუსთავი 2-ის საქმეზე მინისტრთა კაბინეტში ეხმაურებიან. თეა წულუკიანის მტკიცებით, სასამართლოს ზეწოლაზე მის წინააღმდეგ გამოთქმული ნებისმიერი განცხადება უსამართლოა, რადგან მან მოსამართლეების ვინაობაც კი არ იცის.
„წარმოდგენა არ მაქვს რა დევს საქმეში და არც ის ვიცი, რომელი მოსამართლე გარეგნულად როგორ გამოიყურება და ვის რა სახელი ჰქვია, მე პატივს ვცემ იმ სასამართლოს, რომელიც დღეს არსებობს, ბევრჯერ ვთქვი, რომ ბატონ ნიკას ამ ემოციურ ფონზე შეუძლია ბევრი რამ დამაბრალოს, სასამართლო გადაწყვეტილება, ერთადერთი, რაც მედიაში გამოქვეყნდა, რამდენიმე თვის წინ, ვნახე და ჩემი აზრიც ვთქვი, რომ რაღაც ფილოსოფიურ დოქტრინას უფრო გავდა, ვიდრე სასამართლოს მოტივირებულ გადაწყვეტილებას, სასამართლო არის ჩემგან დამოუკიდებელი, ამისთვის ვიბრძოდი მრავალი წელი, ეს მიღწეულია“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






