პოსტ ფაქტუმაც ვუხდი ბოდიშს საზოგადოებას, ზოგჯერ შეცდომას ვუშვებ - ნიკა გვარამია
სოც.მედია - 10:52, 11 Jun, 2016     19346

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია უკანასკნელი დროის განმავლობში, რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს განმარტავს. გვარამია ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

„მეგობრებო, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ბევრი აზრი ხისტად და უტრირებულად გადმოვეცი, ბევრიც - უბრალოდ არასწორი რამ ვთქვი. არ დავმალავ, ზოგჯერ, ამას როგორც მეთოდს ვიყენებ, ზოგჯერ - შეცდომას ვუშვებ. ნამდვილად არ მწყინს, ამის გამო რომ მაკრიტიკებენ. უბრალოდ, გთხოვთ, გაითვალისწინოთ: მე ვარ მარტო ჩემს გუნდთან ერთად. ოჯახიც კი ვერ მიმაგრებს ზურგს - გადახვეწილი მყავს და რეალურ საფრთხეს გარიდებული. მეგობრების დიდი ნაწილი დევნილია და ემიგრაციაშია. მიწევს გამკლავება ყოველდღიურ რუტინასთან კვირაში 7 დღე გაუჩერებლად (ფინანსები, ტექნიკური აღჭურვილობა და სხვა 1000 კაციანი ტელეკორპორაციისთვის დამახასიათებელი პრობლემა) და პასუხისმგებელი ვარ ჩემი ამ ქვეყნად საუკეთესო გუნდის წინაშე, რომ დროზე აიღებენ ხელფასს, იქნებიან უსაფრთხოდ, არ შეფერხდება ეთერი, იქნება მაღალი რეიტინგი და ა.შ. ამის პარალელურად, მიწევს გაუნელებელი ომი ჩვენს წინააღმდეგ გაერთიანებულ და აბსოლუტურად მობილიზებულ ხელისუფლების სამივე შტოსთან და მანიაკ მილიარდერთან, რომლებიც წესების გარეშე გვებრძვიან და ყოველმხრივ (სამართლებრივად, ფინანსურად და ა.შ.) ცდილობენ ჩვენს განადგურებას. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ფინანსურად არავინ არ გვეხმარება და პირველი და ერთადერთი დიდი ტელევიზია ვართ საქართველოს ისტორიაში, ვინც საკუთარ თავს თვითონ ინახავს. და ეს იმის მიუხედავად, რომ ყოველგვარი კანონი თუ რეგულაცია მიიღეს ამის შესაზღუდად, მეზობელი არხები (მთავრობის დაკვეთით) დემპინგური ფასებით გვებრძვიან და მიმდინარე ხმაურიანი დავები ასევე აფრთხობენ ჩვენს კლიენტებს. დამატებით, უამრავ ტყუილს და სიბინძურეს მივრცელებენ ჩემს პირად ცხოვრებაზე, რაც ჩემზე სრულიად არ მოქმედებს, მაგრამ გულს ტკენს ჩემთვის მნიშვნელოვან ადამიანებს.

ასე რომ, პოსტ ფაქტუმაც ვუხდი ბოდიშს საზოგადოებას და სამომავლოდაც ჩვეულებრივზე ოდნავ მეტ შემწყნარებლობას გთხოვთ, თუ ჩემი ნერვული სისტემა ყოველთვის ბოლომდე მდგრადი არ ყოფილა ან არ იქნება, და ჩემი შეფასებები გაცდა და ალბათ მომავალშიც გაცდება ხოლმე საზოგადოებრივად დადგენილ ნორმებს.

ამ ყველაფერს განვიცდი და ძალიან ვცდილობ, ასე არ იყოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ყოველთვის არ გამომდის“, - წერს გვარამია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42