აშშ- საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია სამოქმედო გეგმის შესრულებაში
პოლიტიკა - 10:31, 11 Jun, 2016     1569

აშშ-ის საელჩოში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და აშშ-ის საელჩოს ორგანიზებით, ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ქართულ-ამერიკული ორმხრივი დიალოგი გაიმართა.

შეხვედრის პირველი ნაწილი ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების კონტრაბანდის წინააღმდეგ საქართველო - აშშ-ის ერთობლივი სამოქმედო გეგმის პროგრესის განხილვას დაეთმო, მეორე ნაწილში კი შესაბამისმა უწყებებმა აღნიშნულ სფეროში მათ კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე პრეზენტაციები წარადგინეს.

ამერიკელი პარტნიორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია სამოქმედო გეგმის ყველა კომპონენტის შესრულებაში. მათ სურვილი გამოთქვეს გაცნობოდნენ წარმატებულ ქართულ გამოცდილებას ბირთვული და რადიოაქტიური მასალების უკანონო ბრუნვის ფაქტების გამოვლენის, მათზე რეაგირების, ამ მასალების ამოღების, უსაფრთხო განთავსებისა და აღნიშნული ფაქტების გამოძიების სფეროში.

ღონისძიებაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, თავდაცვისა და ფინანსთა სამინისტროების, მთავარი პროკურატურის, ფიზიკის ინსტიტუტის, აშშ-ის საელჩოს, აშშ-ს სახელმწიფო და ენერგეტიკის დეპარტამენტების და გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

აშშ-სთან პარტნიორობის პარალელურად, საქართველო ასევე აქტიურად მონაწილეობს ბირთვული უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის საერთაშორისო ძალისხმევაში, მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთან, პარტნიორ სახელმწიფოებთან, გაეროსთან, ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42