ვიზიტი გერმანიაში გამოდგა გერმანული, აქ ყოფნა უკიდურესად სასარგებლო იყო - უსუფაშვილი
პოლიტიკა - 10:29, 11 Jun, 2016     1827

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა. მისი შეფასებით, ვიზიტი დატვირთული, საქმიანი და დროული იყო.

„ვიზიტი გერმანიაში გამოდგა გერმანული - ანუ დატვირთული, საქმიანი, კონკრეტული და ეს ასე რომ იქნებოდა, თავიდანვე მაფრთხილებდა ჩემი კოლეგა, გერმანიის ბუნდესტაგის თავმჯდომარე. მან თავად იზრუნა, რომ ეს ყოფილიყო დატვირთული პროგრამა. მქონდა საჯარო გამოსვლებიც, მქონდა შეხვედრები ყველა პოლიტიკურ წრესთან და ამასობაში, ეს ჩამოსვლა იყო დროული. საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და გერმანიის კანცლერს შორის სატელეფონო საუბარსა და მათ პირისპირ შეხვედრას შორის ჩვენი აქ ყოფნა იყო უკიდურესად სასარგებლო“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ვიზიტის ბოლო დღეს, საქსონია-ანჰალტისხელმძღვანელ პირებთან გამართულ შეხვედრაზე საუბარიქართველიკრიმინალებისთემასაც შეეხო.

„ვკითხე, სმენიათ თუ არა ქართველ კრიმინალებზე. ხალხი გადაირია, ეს ამბავი ჩვენ გავიგეთ გაზეთებიდან გუშინ და გუშინწინო. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ თავისთავად, ეს თემა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ხელოვნურად იქნა წამოწეული. ამის თაობაზე ჩვენ ძალიან მაღალი დონის პოლიტიკური ლიდერებისგან და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებისგან მივიღეთ ძალიან მკაფიო პასუხი, რომ ეს არ და ვერ იქნება ვიზალიბერალიზაციის ხელისშემშლელი ფაქტორი. თავისთავად, პრობლემა თუ არის, მას უნდა მივხედოთ ყველამ ერთად, მაგრამ ეს არ იქნება ისეთი თემა, რომელიც შეაფერხებს ჩვენს ურთიერთობებს, მათ შორის, ვიზის საკითხში. რაც შეეხება სხვა თემებს, ნელ-ნელა გამოჩნდება, მაგალითად, გერმანიის პოზიცია ვარშავის სამიტზე და სხვა საკითხებზეც. მგონი, წინ წავწიეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა და ძალიან კონკრეტული შედეგებიც გვაქვს“,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ და აქვე აღნიშნა, რომ შეხვედრებზე გერმანული მხარის მიერ დაფიქსირებული პოზიცია კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემა ხელოვნურია.

საპარლამენტო დელეგაციამ, დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, 15-მდე შეხვედრა გამართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42