"რუსთავი2"-ის საქმეზე, დღეს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე მჯელობდნენ ტელეკომპანია ,,იბერიას“ ეთერში. ჟურნალისტ ია ანთაძის განცხადებთი, რუსთავი 2 დღეს არის მიკერძოებული ტელევიზია და ის ერთი პარტიის ინტერესების გამტარებელია. მისი თქმით, ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა არ იქნება დამაზიანებელი საზოგადოებითვის. ია ანტაძის პროგნოზით, რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდება, ტელევიზიაში შეიცვლება ხელმძღვანელობა, მენეჯმენტი და სარედაქციო პოლიტიკა.
ია ანთაძის ამ განცხადებას ნინო ჯანგირაშვილმა უპასუხა. ტელეკომპანია ,,კავკასიის“ გენერალურმა დირექტორმა ანთაძეს და სტუადში მსხდომ სტუმრებს სთხოვა დაესახელებინათ, რომელი ტელევიზია არსებობს საქართველოში მიუკერძოებელი.
"თქვენ მიუკერძებელ ტელევიზიაში მუშაობთ ქალბატონო ია?" - მიმართა ნინო ჯანგირაშილმა ია ანთაძეს.
მასალის გამოყენების პირობები






